მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პირველ ნახევარ საათში 110 დარეგისტრირებული, ამ დრომდე - 371“ - გამყრელიძე 65 წელს ზემოთ მოქალაქეებზე

ამირან გამყრელიძე
1616661527
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ამ დრომდე 371 - 65 წელს გადაცილებული ადამიანია დარეგისტრირებული ვაქცინაციის პორტალზე.

„დღეს დილით გაიხსნა ფანჯარა 65 წელს ზემოთ ადამიანების „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციაზე. პირველი ნახევარი საათი ვაკვირდებოდით და იყო ძალიან დიდი აქტივობა - 110 - მდე დაჯავშნა.

მაგრამ, შემდგომ მოიკლო აქტივობამ და ახლა 371 - 65 წელს გადაცილებული ადამიანია დარეგისტრირებული.

მივმართავ ყველას, განსაკუთრებით 65 წელს ზემოთ ადამიანებს, მარტო პორტალით ნუ შემოიფარგლებიან.

ასევე, მივმართავ მათ შვილებს და შვილიშვილებს, ვთხოვ მიეხმარონ ინტერნეტში დარეგისტრირებაში,“ - აღნიშნავს იგი.

გამყრელიძის თქმით, ვისაც არ ჰყავს ახლობელი, ვინც მას დარეგისტრირებაში დაეხმარება, შეუძლია ჩამოთვლილ 24 კლინიკაში მივიდეს და „ვირტუალურ კაბინეტებში“ დაჯავშნაში დაეხმარებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინის 29 500 დოზა მიიღო.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინების შემდეგ საქართველოში ჩინური ვაქცინა შემოვა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 25 მარტის დილის მონაცემებით, ქვეყანაში 4152 ადამიანია აცრილი.

აგრეთვე დაინტერესდებით:

👉 „არ გვაქვს განსაკუთრებული შიში, რომ ვაქცინების დოზების ათვისება ვერ მოხდება“ - ტიკარაძე

👉 ეკატერინე ტიკარაძე: „ფაიზერის“ ვაქცინა გადანაწილდება სამ დიდ ქალაქში

👉 ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში „ასტრაზენეკათი“ 104 ადამიანი აიცრა