მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: იმ პირებს, რომლებიც ფილერს იკეთებენ, შესაძლოა, ჰქონდეთ ადგილობრივი გართულება

გამყრელიძე ამირან
1616666599
COVID-19

„ვისაც ფილერები აქვს ხშირად გამოყენებული, „ფაიზერით“ იმუნიზაციის შემდეგ, შეიძლება ჰქონდეთ ადგილობრივი გართულებები, რომელიც საჭიროებს შემდეგ მკურნალობას“,- ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განმარტა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინის კითხვარში დაემატა კითხვა იმის შესახებ, იყენებს თუ არა ასაცრელი პირი კოსმეტიკურ შემავსებელს (ფილერს). მისივე თქმით, აღნიშნულ ვაქცინას აქვს გვერდითი მოვლენები და, შესაძლოა, გამოიწვიოს ადგილობრივი გართულება ამ პირებში.

„ერთი კითხვა დაემატა „ფაიზერის“ ჩეკ ლისტს. არის იქ 12, თუ არ ვცდები, თუ 11 კითხვა, რომელზეც დადებითი პასუხისას ექიმი იღებს ეჭვს, რომ შეიძლება იყო მომატებული რისკი და მას იმ პერიოდში არ აცრის, გადაამისამართებს დამატებითი გამოკვლევებისთვის შესაბამის ექიმთან. ბოლოს დაემატა კითხვა, ეს ჩვენ ავიღეთ CDC-ს გაიდლაინიდან. „ფაიზერს“ ახასიათებს ადგილობრივი და არა სისტემური, არა ანაფილაქსიური გართულებები იმ ადამიანებში, ვინც ხშირად იყენებს ფილერებს რასაც ეძახიან“,- აღნიშნა მან.

აგრეთვე იხილეთ:

🔘„თუ არ გაფართოვდა ამცრელ პუნქტთა რაოდენობა, მიზანს ვერ მივაღწევთ“ - ამირან გამყრელიძე

🔘ეკატერინე ტიკარაძე: „ფაიზერის“ ვაქცინა გადანაწილდება სამ დიდ ქალაქში