მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამის პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს“ - ტიკარაძე თანამდებობის დატოვების შესახებ

ეკატერინე ტიკარაძე
1616409286
COVID-19

„მე შევპირდი მოსახლეობას, რომ გავიკეთებ ვაქცინას და ამის შესახებ მედიაც აუცილებლად გაიგებს,“ - ამის შესახებ განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, თუ როდის აპირებს იგი ვაქცინაციას.

ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ახალციხეში მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობას გრძნობს.

„მომხდართან დაკავშირებით ვგრძნობ პასუხისმგებლობას, ეს არის თითოეული იმ ადამიანის პასუხისმგებლობა, ვინც ამ საკითხზე მუშაობს,“ - აცხადებს მინისტრი.

ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რაში გამოიხატება ეკატერინე ტიკარაძის პასუხისმგებლობა ახალციხელი მედდის გარდაცვალების საკითხში, იგულისხმება თუ არა პასუხისმგებლობაში თანამდებობის დატოვება ან კონკრეტული პირების მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრება, ტიკარაძე პასუხობს, რომ პასუხისმგებლობების ამ ფორმების პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს, რაც იმის განმაპირობებელია, რომ არც საქართველოში განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში, სავარაუდოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ახალგაზრდა ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

პაციენტი თბილისში, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 19 მარტს გარდაიცვალა.

სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რაიონული ამბულატორიების ნაცვლად, მრავალპროფილური კლინიკების დონეზე გაგრძელდება.

იხილეთ აგრეთვე:

🔺 „მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში დგას ვალდებულება, რომ ადგილზე იყოს რეანიმატოლოგი“ - ტიკარაძე

🔺 ამირან გამყრელიძე: თვითონ მეგიმ მოუწოდა მოსახლეობას რომ აცრილიყვნენ ამიტომ, ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს

🔺 „ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, პირველი, რაც გაკეთდა, იყო ადრენალინი“ - ახალციხის კლინიკა „იმედის“ რეანიმატოლოგი