მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: თვითონ მეგიმ მოუწოდა მოსახლეობას რომ აცრილიყვნენ ამიტომ, ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ლუგარის ლაბორატორიის დაარსებაზე საუბრობს
1616321244
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით „მიუხედავად ძალიან სამწუხარო და მძიმე ფაქტისა, რაც ქვეყანაში მოხდა გასულ კვირას, ვაქცინაციის შემდგომი გართულებით დაიღუპა ჩვენი კოლეგა, ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს“.

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ქვეყანაში ეპიდემიას დაასრულებს.

„თვითონ მეგიმ მოუწოდა აცრის შემდგომ მოსახლეობას და კოლეგებს, რომ აცრილიყვნენ. ამიტომ, ვაქცინაცია ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ კოლეგას, რომელიც ამ მძიმე გართულების შემდეგ გუშინ და გუშინწინ მივიდნენ და მოიხადეს თავიანთი მოქალაქეობრივი ვალი და აიცრნენ.

მოვუწოდებ კიდევ ერთხელ ჩემს კოლეგებს, მიუხედავად ამ მძიმე სიტუაციისა, რაც განვითარდა მთლიანად ქვეყანაში, ვაქცინაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს. მინდა კიდევ ერთხელ თანაგრძნობა გამოვუცხადო მეგის ოჯახს, მთლიანად სამედიცინო თემს და ქვეყანას.

ვაქცინაციამ უნდა დაასრულოს ყოველდღიური გარდაცვალებები „კოვიდით“, ვაქცინაციამ უნდა დაასრულოს ეპიდემია ქვეყანაში“ – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ახალგაზრდა ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

პაციენტი თბილისში, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში დღეს გარდაიცვალა.

სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რაიონული ამბულატორიების ნაცვლად, მრავალპროფილური კლინიკების დონეზე გაგრძელდება.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„ყურადღება მოდუნდა, ისევ ვქმნით ილუზიას, რომ ვიმარჯვებთ, არადა გამარჯვებამდე ისევ ძალიან შორს არის“-ამირან გამყრელიძე

✔️საქართველოში კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯანდაცვის სფეროს 3674 თანამშრომელი აიცრა

✔️„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, პირველი, რაც გაკეთდა, იყო ადრენალინი“ - ახალციხის კლინიკა „იმედის“ რეანიმატოლოგი