მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ დგას ვალდებულება, რომ ადგილზე იყოს რეანიმატოლოგი“ - ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე
1616408181
COVID-19

„მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ დგას ვალდებულება, რომ ადგილზე იყოს რეანიმატოლოგი,“ - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახალციხის „იმედის“ კლინიკაში ვაქცინაციის პროცესი დასაშვები იყო, ახლაც დასაშვებია და კვლავაც გაგრძელდება.

„სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც ვაქცინაციასთან მიმართებაშია შემუშავებული, წარდგენილი იყო მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტებთან, საერთაშორისო ექსპერტებთან და საქართველოს ეს პროტოკოლი მათი მხრიდანაც იყო მოწოდებული.

ახალციხის „იმედის“ კლინიკას გააჩნია 6 საწოლიანი რეანიმაციული განყოფილება და ეს არ გახლავთ ისეთი სტაციონარი, სადაც ვაქცინაციის პროცესი არ შეიძლება ყოფილიყო და იქ ვაქცინაციის პროცესი კვლავაც გაგრძელდება,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ახალგაზრდა ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

პაციენტი თბილისში, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 19 მარტს გარდაიცვალა.

სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რაიონული ამბულატორიების ნაცვლად, მრავალპროფილური კლინიკების დონეზე გაგრძელდება.

იხილეთ აგრეთვე:

🔺 ამირან გამყრელიძე: თვითონ მეგიმ მოუწოდა მოსახლეობას რომ აცრილიყვნენ ამიტომ, ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს

🔺 „ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, პირველი, რაც გაკეთდა, იყო ადრენალინი“ - ახალციხის კლინიკა „იმედის“ რეანიმატოლოგი