მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: თრომბოემბოლია კორონავირუსის ერთ-ერთი ვერაგი გართულებაა

NCDC-ის ხელმძღვანელი
1602788294
COVID-19

15 ოქტომბერს კოვიდ სასტუმროში კორონავირუსით გარდაცვლილი 41 წლის ქალი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი თრომბოემბოლიაა.

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, თრომბოემბოლია კორონავირუსის ერთ-ერთი გართულებაა, თუმცა ეს იშვიათად ხდება.

„სამწუხაროდ მედიცინაში 100%-იანი არაფერი არ არის. ყველა გარდაცვალება ტრაგედიაა და ძალიან მძიმედ მოქმედებს ყველაზე, განსაკუთრებით უეცარი სიკვდილი. 41 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, თრომბოემბოლიაა, რომელიც კორონავირუსის ერთ-ერთი ვერაგული გართულებაა, თუმცა იშვიათი. სწორედ ის მოქმედებს სისხლის შემდედებელ სისტემაზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში.

ცნობისთვის, ბათუმში კოვიდინფექციას 41 წლის ქალი ემსხვერპლა. პაციენტის დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, სწორედ ამიტომ ქალი კოვიდ სასტუმროში გადიოდა მკურნალობის კურსს.

✅აგრეთვე, წაიკითხეთ:

👉 კორონავირუსით გარდაცვლილი 41 წლის ქალი უსიმპტომო იყო - აჭარის ჯანდაცვის მინისტრი.

👉 ახალი შეზღუდვები მთავრობისგან

👉 მეტროსადგურებთან პატრული გააკონტროლებს, ატარებს თუ არა მოქალაქე პირბადეს