მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა მდინარაძე: 13 მარტიდან საქართველოში ვაქცინის პირველი პარტია შემოვა

უმრავლესობის ლიდერი - მამუკა მდინარაძე
1615460402
COVID-19

„13 მარტიდან, საქართველოში, ვაქცინის პირველი პარტია - „ასტრაზენეკას“ 42 300 დოზა შემოვა, რომელიც პირველ რიგში მედპერსონალზე გადანაწილდება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აღნიშნავს.

მდინარაძის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში ასტრაზენეკას 42 300 დოზა შემოვა, თუმცა, ქვეყანა დამატებითი დოზების მისაღებად სხვადასხვა მწარმოებელთან აქრიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს:

„13 მარტიდან, საქართველოში, ვაქცინის პირველი პარტია - „ასტრაზენეკას“ 42 300 დოზა შემოვა, რომელიც პირველ რიგში მედპერსონალზე გადანაწილდება. ვაქცინის დამატებითი დოზების მიღებისთვის აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს სხვადასხვა მწარმოებელთან“, - აღნიშნა მდინარაძემ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

ისრაელმა საქართველოს შესაძლოა ვაქცინა უფასოდ მისცეს

ვაქცინაციის გეგმა გაწერილია - ეკატერინე ტიკარაძე

13 მარტიდან საქართველოში ვაქცინა შემოვა