მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: თვითიზოლაციაში რომ გადავიდე, ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებს?

გახარია საკოორდინაციოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე
1603100486
COVID-19

„თვითიზოლაციაში გადავიდე, ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებს? იქნებ რაიმე იდეა შემომთავაზოთ?“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც დეპუტატ ნინო წილოსანის კორონავირუსით ინფიცირებასა და პრემიერის თვითიზოლაციაში გადასვლის საკითხს ეხებოდა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაცულობის ხარისხი მაღალ დონეზე იყო.

„საარჩევნო კამპანიის პირობებში როდესაც გვქონდა ერთობლივი მონაწილეობის შესაძლებლობა, ჩვენი გუნდის ყველა წარმომადგენელს და მათ შორის მეც, ქალბატონ ნინო წილოსანსაც ეკეთა პირბადე. ლოგიკურია ვთქვათ, რომ ჩვენი დაცულობის ხარისხი იყო უმაღლესი.

იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც მაქვს ჩემს თანამშრომლებთან, მაინც წავედი და ეს ტესტი გავიკეთე. პასუხი არის უარყოფითი. პირბადე მიკეთია, ტესტიც გავიკეთე. თვითიზოლაციაში გადავიდე? ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებს? იქნებ რაიმე იდეა შემომთავაზოთ“, - განუცხადა მედიას გახარიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 1186 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 278 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში კოვიდვირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 19 სექტემბრის მონაცემებით 18663-ს შეადგენს. საქართველოში კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉გახარია: არჩევნების დღეს არაფერი ემუქრება და ვერც დაემუქრება

👉გახარია: თავი დავიზღვიეთ და კორონავირუსზე გავიტესტეთ

👉პრემიერი: ლოქდაუნს არ გამოვაცხადებთ