მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ ვაქცინაციას მხარს არ დავუჭერთ და არ დავძლევთ იმ ერთეული გამონაკლისების შედეგად დამდგარ შიშს, გაცილებით უფრო მეტი ზიანი იქნება“- ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე
1616354455
COVID-19

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ თუ ვაქცინაციას საზოგადოება მხარს არ დაუჭერს, გაცილებით მეტი ზიანი შეიძლება მივიღოთ.

„როდესაც ხდება შეფასება თუ რა შედეგები და ლეტალობის რა რიცხვი შეიძლება არსებობდეს კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლაში იმ შემთხვევაში თუ ვაქცინაციას მხარს არ დავუჭერთ და არ დავიწყებთ მის პოპულარიზაციას და არ დავძლევთ იმ ერთეული გამონაკლისების შედეგად დამდგარ შიშს, რომელიც დღეს ჩვენს მოსახლეობაში მკვეთრად არის გამოხატული, გაცილებით უფრო მეტი ზიანი იქნება და გაცილებით უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლის დაკარგვის ფაქტის წინაშე დადგება საზოგადოება“, - განაცხადა მინისტრმა.

ჯანდაცვის მინისტრი ასევე გამოეხმაურა 27 წლის მედდის გარდაცვალების ფაქტს, და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა მყისიერი რეაქცია, იმისთვის რომ ოჯახს და საზოგადოებას გაეცეს პასუხი თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.

„ეს ნამდვილად არის დიდი ტრაგედია. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი სამედიცინო პერსონალი და რა თქმა უნდა, არ გვყავს დასაკარგი მოქალაქეები.

სამწუხაროდ, ეს ფაქტი დაფიქსირდა, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა მყისიერი რეაქცია, იმისთვის რომ მეტი სიცხადე შევიტანოთ და ოჯახს და საზოგადოებას პასუხი გავცეთ თუ რა მოხდა რეალურად და რა გახდა ლეტალობის მიზეზი“ - აღნიშნა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ ახალგაზრდა ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

პაციენტი თბილისში, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში დღეს გარდაიცვალა.

სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რაიონული ამბულატორიების ნაცვლად, მრავალპროფილური კლინიკების დონეზე გაგრძელდება.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, პირველი, რაც გაკეთდა, იყო ადრენალინი“ - ახალციხის კლინიკა „იმედის“ რეანიმატოლოგი

✔️ამირან გამყრელიძე: თვითონ მეგიმ მოუწოდა მოსახლეობას რომ აცრილიყვნენ ამიტომ, ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს

✔️„ყურადღება მოდუნდა, ისევ ვქმნით ილუზიას, რომ ვიმარჯვებთ, არადა გამარჯვებამდე ისევ ძალიან შორს არის“-ამირან გამყრელიძე