მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყურადღება მოდუნდა, ისევ ვქმნით ილუზიას, რომ ვიმარჯვებთ, არადა გამარჯვებამდე ისევ ძალიან შორს არის“-ამირან გამყრელიძე

გამყრელიძე ამირან
1616320066
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, ბოლო ერთ თვეში ​ინციდენტობის, დადებითობის ყოველდღიური მაჩვენებლები და ინდიკატორები  სტაბილურის, მაგრამ მარტის განმავლობაში ამ მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ქვესვლა უკვე ​აღარ გვაქვს.

ამირან გამყრელიძის თქმით, დადებითობის მაჩვენებელი ისევ ორის ზემოთ ავიდა და ის მოსახლეობას რეგულაციების დაცვისაკენ მოუწოდებს.

„ვითარება ქვეყანაში სტაბილიზაციისკენ მიდის. ბოლო ორი თვის განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო ერთ თვეში ​ინციდენტობის, დადებითობის ყოველდღიური მაჩვენებლები და ინდიკატორები გახლავთ სტაბილური, მაგრამ მარტის განმავლობაში ამ მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ქვესვლა უკვე ​აღარ გვაქვს.

ეს გასაგებია, რადგან შეზღუდვების დიდი ნაწილი მოიხსნა. სამწუხაროდ ისევ ჩნდება ილუზია, რომ ჩვენ დავამარცხეთ „კოვიდი“, არადა ყოველდღიურად გვაქვს 200, 300, 400 შემთხვევა“ – სღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

„ძალიან შევამცირეთ პირბადის ტარების მაჩვენებელი. ისევ გვაქვს დიდი შეკრებებისკენ ლტოლვა და ეს არის ეპიდვითარების შემდგომი გაუარესების ძალიან დიდი რისკი.

დღეს დილით დადებითობის მაჩვენებელი ისევ ორის ზემოთ ავიდა, მაშინ, როდესაც ბოლო კვირების განმავლობაში ის გვქონდა ყოველთვის ორი პროცენტის ქვემოთ ანუ ბოლო 14 დღის გვაქვს 1,55 პროცენტი, მარტის გვაქვს 1,58 და დღეს ისევ კუდი მოიქნია და გვაქვს 2,20 პროცენტი.

ეს და კიდევ სხვა არაპირდაპირი ინდიკატორები მიუთითებს, რომ ყურადღება მოდუნდა, ისევ ვქმნით ილუზიას, რომ ვიმარჯვებთ, არადა გამარჯვებამდე ისევ ძალიან შორს არის. ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას და უმორჩილესად ვთხოვ, რომ ამ შემსუბუქების პერიოდში დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ვამბობთ – პირბადე, დისტანია, არა დიდი შეკრებები, ხელების ხშირი დამუშავება და ახლა უკვე ვაქცინაციაზე უარის ართქმა და ვაქცინირება.

ეს ყველაფერი ერთობლიობაში დაასტაბილურებს ეპიდსიტუაციას და თუ ჩვენ მარტსა და აპრილს ამ მასშტაბის ეპიდსიტუაციით გავივლით, მაშინ შედარებით უფრო მსუბუქად და დიდი ალბათობით ავირიდებთ მესამე ტალღას“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„თუ ექიმი „ასტრაზენეკაზე“ იტყვის უარს, გამოდის, რომ იგი გეგმიურ ვაქცინაციაზეც უარს ამბობს“ - თემურ მიქელაძე

✔️საქართველოში კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯანდაცვის სფეროს 3674 თანამშრომელი აიცრა

✔️ეკატერინე ტიკარაძე მზად არის „ასტრაზენეკას“ ვაქცინით საჯაროდ აიცრას