მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის დედა: თეთრიწყაროში აღმოჩენილი კამერების დათვალიერება დღეს იგეგმება

თეონა თამაზაშვილი, ბაჩალიაშვილის დედა

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის ინფორმაციით, თეთრიწყაროს რაიონში აღმოჩნდა კამერები, რომელიც ჯერ არ უნახავთ.

„კამერების ნახვას დღეს აპირებენ. თეთრიწყაროს რაიონში საკალმახესთან არის რაღაც კამერები, რომლებიც დღეს უნდა დათვალიერდეს“,- განაცხადა თეონა თამაზაშვილმა შსს-სთან, შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს კუთვნილი ავტომობილით სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც. ბაჩალიაშვილის ცხედარი თეთრიწყაროში საკუთარ ავტომობილში იპოვეს.

ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.