მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მელიას დაკავება როგორც ტესტი, თავად ნაცმომ შექმნა და ამ თამაშში, საფანჩატურეთად წოდებული „ჭაობის ოპოზიცია“ გამოიყენა - გიორგი ცუცქირიძე

გიორგი ცუცქირიძე

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.

ექსპერტის შეფასებით, მელიას კეისი სახელმწიფოსთვის საკმაოდ სახიფათო გახლდათ. მისივე თქმით, გამოცდა ქართულმა სახელმწიფომ ჩააბარა, ყოველგვარი ზედმეტი აჟიოტაჟის და ძალისხმევის გარეშე:

„მელიას კეისი.
მელიას დაკავება როგორც ტესტი, თავად „ნაცმომ“ შექმნა და ამ თამაშში, საფანჩატურეთად წოდებული „ჭაობის ოპოზიცია“ გამოიყენა. ეს გახლდათ ძალზე სახიფათო ტესტი სახელმწიფოსათვის, რადგან გათვლილი სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობის გამოცდაზე იყო აგებული. თუ სახელმწიფო დაუშვებდა თუნდაც ამ კერძო შემთხვევაში გამონაკლისს, თავადვე იტყოდა უარს აღსრულების სამართლებრივ მხარეზე, უკვე ანალოგიური სხვა შემთხვევების მეტად სახიფათო პრეცედენტსაც შექმნიდა.

შემთხვევითი არც ის გარემოება იყო, რომ ამ თამაშში ნებსით თუ უნებლიედ ოპოსპექტრის ჩათრევა მოხდა, გათვლაც მარტივი ჩანდა. თუ ხელისუფლება ამ ამოცანას ვერ გაუმკლავდებოდა, ვერ გაბედავდა აღსრულებას ან ოპერაციას ჩააგდებდა, უნდა გამხდარიყო ერთის მხრივ ქვეყნის შიგნით სახელმწიფო ინსტიტუტების დემორალიზების, ხოლო საერთაშორისო დონეზე მძაფრი კრიტიკის საგანი, რაც საბოლოო ჯამში უკვე „ქართული ოცნების“ ჩამოშლით და ვადამდელი არჩევნებით დასრულდებოდა.

ამას ემსახურებოდა მეორე ამოცანაც, მოლაპარაკების მთავარ წინაპირობად ვადამდელი არჩევნების დაყენება, მართალია უკვე არა ვერ დამტკიცებული და ჩავარდნილი „ტოტალური გაყალბების“ მოტივით, არამედ ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამომდინარე.

ვინმე ევროპარლამენტარ პავილიონისის ლიტვივიდან ან ცნობილი ფოტიგას მოწოდებებს და დიდაქტიკას ხელისუფლების მისამართით, ამ პროცესისათვის მეტი საერთაშირისო დამაჯერებლობა უნდა შეექმნა.
შეუმდგარი სახელმწიფო ან ჰიბრიდული დემოკრატია ამითაც განსხვავდება თანამედროვე სახელმწიფოსაგან, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არიან სუსტი, ქმედითუუნარო და იმყოფებიან ნახევრად პარალიზებურ მდგომარეობაში.
ვფიქრობ, ეს გამოცდა ქართულმა სახელმწიფომ ჩააბარა, ყოველგვარი ზედმეტი აჟიოტაჟის და ძალისხმევის გარეშე, მიუხედავად ოპომხარდამჭერი მედიის მხრიდან ამ თემის მაქსიმალური ტირაჟირებისა.

ალბათ იქნება შიდა არეულობის მოწყობის მცდელობა, გაკეთდება განცხადებებიც საერთაშორისო დონეზე, მაგრამ თუ გინდა პატივს გცემდენ, შენი ინტერესები თავად უნდა დაიცვა შინ თუ გარეთ, რადგან „მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია“ , - აღნიშნავს ცუცქირიძე.

ინფორმაციისთვის, 23 თებერვლის დილას, სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. ამავე ღონისძიებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, ასევე, 21 პირი დააკავა.

ნიკა მელია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიიყვანეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

აგრეთვე, გაეცანით:

ანზორ მელიას პირველი კომენტარი მისი შვილის დაკავების შემდეგ

პუტინი იმარჯვებს, სიმშვიდეა საჭირო - ლუკ კოფი

„ის, რაც დღეს საქართველოში მოხდა შემაშფოთებელია“ - რასმუსენი