მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მას არც ოჯახისთვის და მშობლებისთვის არ ეცალა, თავი ჰქონდა გადადებული“- ანზორ მელია

ანზორ მელია

„მთელი ღამე  ჩართული ვიყავი მიმდინარე პროცესებში და სოციალური მედიის მეშვეობით ვადევნებდი თვალს მოვლენებს“- განაცხადა ნიკა მელიას მამამ ანზორ მელიამ.

„სურათი რომ ვნახე ბარამიძის მიერ დადებული სოციალურ ქსელში ნიკასთან ერთად, მივწერე „თქვენ გენაცვალეთ თქო“, ეს იყო ჩემი ბოლო კონტაქტი ნიკასთან.

მე არ ვურეკავდი ნიკას და არც მივდიოდი ოფისში, იმიტომ, რომ ნიკა ჩემს დანახვაზე ყოველთვის ნერვიულობს, ამიტომ ამის საფუძველს არ ვაძლევდი.

რამდენიმე დღის წინ ნიკამ დამირეკა, მისი მხარდამჭერი ცუდად გამხდარა და „მამა ჩვენი ოფისიდან შენთან გადმოიყვანეს და როგორც შეგიძლია მიხედეო“.

მას არც ოჯახისთვის და მშობლებისთვის არ ეცალა, მას თავი ჰქონდა გადადებული.

პოლიციიდან დამირეკეს: „საქმის კურსში გაყენებთ, დავიჭირეთ ნიკა მელია და რუსთავის ციხეშიაო“.

დღეს 3 საათზე ნიკას ადვოკატებს კანცელარიაში შევხვდები“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის ლიდერის“ ნიკა მელიას მამამ.

ნიკა მელია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ინფორმაციისათვის, სამართალდამცველებმა მოქალაქეებს მოუწოდეს გაეთავისუფლებინათ პარტიის შენობა, უარის შემდეგ კი შენობაში შევიდნენ. შენობის ალყის შემდეგ საპოლიციო ძალები ყველა სართულზე განლაგდნენ.

სამართალდამცველებმა, დაახლოებით 09:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დააკავეს.

ნიკა მელიას მხარდამჭერები პარტიის ოფისთან აქციას მართავენ.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ სამართლებრივი ბრძოლის გასაგრძელებლად“- გიორგი კონდახაშვილი

✔️გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ დემოკრატიისათვის ბრძოლა არ იქნება იოლი

✔️„საქართველოს ისტორიაში არასოდეს მომხდარა ასეთი სახით, ბრუტალურად დაეპატიმრებინათ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი“ - სააკაშვილი