მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლუკ კოფი: პუტინი იმარჯვებს, სიმშვიდეა საჭირო

ექსპერტი

„საქართველოს ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებით მხოლოდ პუტინი იმარჯვებს,“ – ასე გამოეხმაურა ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის, „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფი ნიკა მელიას დაკავებას. 

„საქართველოში მდგომარეობა ძალიან სერიოზულია. მთავრობის პასუხისმგებლობაა პოლიტიკური დაძაბულობის შემცირება.

ამის ნაცვლად, ის სასტიკად შეიჭრა მთავარი ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისში და დააპატიმრა მისი ლიდერი. ეს ქცევა შეუსაბამოა. მხოლოდ პუტინი იმარჯვებს. სიმშვიდეა საჭირო“, - წერს ლუკ კოფი.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

23 თებერვლის დილას, სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. ამავე ღონისძიებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ასევე 21 პირი დააკავა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

✔️ „მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს“ - ჯეიმს აპატურაი

✔️ „ის, რაც დღეს საქართველოში მოხდა შემაშფოთებელია“

✔️ „ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს, პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება