მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ის, რაც დღეს საქართველოში მოხდა შემაშფოთებელია“ - ანდერს ფოგ რასმუსენი

ნატოს ყოფილი გენ.მდივანი

დანიის ექსპრემიერი და ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრებას გამოეხმაურა და მომხდარს შემაშფოთებელი უწოდა.

„ის, რაც დღეს საქართველოში მოხდა შემაშფოთებელია. პირველი ვინც ამ ყველაფრით წააგო, ქართველი ხალხია.

მოვუწოდებ, გამოიჩინონ თავშეკავებულობა, რომ საქართველო უკუსვლით არ წავიდეს. მხარს ვუჭერთ მათ, ვინც საქართველოში კანონის უზენაესობას და დემოკრატიას იცავს,“ - წერს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე რასმუსენი.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

23 თებერვლის დილას, სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. ამავე ღონისძიებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ასევე 21 პირი დააკავა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს“ - ჯეიმს აპატურაი

✔️ „საქართველოს ისტორიაში არასოდეს მომხდარა ასეთი სახით, ბრუტალურად დაეპატიმრებინათ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი“ - სააკაშვილი

✔️ „არ გადაიხადა, დაიჭირეს“ - ირაკლი კობახიძის განცხადება ნიკა მელიას დაკავებაზე