მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რომან პროტასევიჩი: მე ბელარუსში სიკვდილით დასჯა მემუქრება

ბელარუსი ჟურნალისტის ისტორია

ბელარუსი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი აცხადებს, რომ მას სამშობლოში სიკვდილით დასჯა ემუქრება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც საბერძნეთიდან ლიტვაში მიფრინავდა, მოულოდნელად მინსკში დაფრინდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პირადად გასცა ბრძანება, რომლის მიხედვით „მიგ-29“-ს ტიპის ავიაგამანადგურებელმა ავიალაინერს მინსკის აეროპორტში დასმა აიძულა.

ბელარუსის ხელისუფლების ინფორმაციით, მათ ეჭვი ჰქონდათ, რომ თვითმფრინავში ბომბი იყო. ბომბი იქ ვერ აღმოაჩინეს, პროტასევეიჩი კი დააკავეს და მას „ხელისუფლების წინააღმდეგ შუღლის გაღვივებაში“ ბრალი წარუდგინეს. ის ასევე შეტანილია იმ პირთა სიაში, ვინც ტერორისტულ საქმიანობასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. სწორედ დაკავებამდე ჟურნალისტმა თქვა, რომ მას ბელარუსში სიკვდილით დასჯა ემუქრება. თვითმხილველების განცხადებით, პროტასევიჩის ბარგი ასაფრენ ბილიკზე დააგდეს და ისე გაჩხრიკეს.

მანამდე პროტასევიჩი მინსკში ნაცნობებს ტელეფონით ესაუბრა და უთხრა, რომ მას ათენში უთვალთვალებდნენ. ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლები პროტასევიჩს ლუკაშენკოს პირად მტერს უწოდებენ და ასევე ამბობენ, რომ მის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრება.

მომხდარს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გამოეხმაურა. „კატეგორიიულად ვგმობთ ლუკაშენკოს რეჟიმის ამ შოკისმომგვრელ საქციელს და ამ ფაქტის საერთაშორისო გამოძიებას მოვითხოვთ“ - დაწერა ბლინკენმა „ტვიტერში“.