მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბელარუსში Ryanair-ის რეისის იძულებითი დაშვება და ჟურნალისტის დაპატიმრება მიუღებელია“ - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - Pia.ge

სალომე ზურაბიშვილი ბელარუსში, ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებასა და ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაკავებას ტვიტერით ეხმაურება.

„ბელარუსში Ryanair-ის რეისის იძულებითი დაშვება და ჟურნალისტის დაპატიმრება მიუღებელია. ეს არღვევს ძალიან ბევრ საერთაშორისო ნორმას, რომლის უგულებელყოფაც შეუძლებელია“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც საბერძნეთიდან ლიტვაში მიფრინავდა, მოულოდნელად მინსკში დაფრინდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პირადად გასცა ბრძანება, რომლის მიხედვით „მიგ-29“-ს ტიპის ავიაგამანადგურებელმა ავიალაინერს მინსკის აეროპორტში დასმა აიძულა.

მომხდარს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც გამოეხმაურა.