მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილს არ ეშინია, რადგანაც ამერიკელებმა მისი დაკავება აკრძალეს - რუსი პოლიტოლოგი

მარკოვი სააკაშვილზე

კიევში სააკაშვილის ფიგურის მარგინალიზაცია მოხდა, რის გამოც მან საქართველოში წასვლა გადაწყვიტა. ამის შესახებ რუსმა პოლიტოლოგმა სერგეი მარკოვმა განაცხადა. ინფორმაციას lenta.ru ავრცელებს.

„უკრაინა სააკაშვილისთვის, შეიძლება ითქვას, მშობლიური ქვეყანა გახდა, მაგრამ მან იქ ვერაფერს მიაღწია. ის იკავებს პოსტს, რომელიც ვერაფერს ვერ წყვეტს, მართალია, უკრაინაში სააკაშვილის სამართლებრივი დევნა შეწყდა, მაგრამ ეტყობა იქ აღარაფერი ესაქმება.

ეს კარგია, ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის აღარ სჭირდება რუსეთის ისეთი აშკარა მოძულე ადამიანი, როგორიცაა სააკაშვილი“, - ამბობს ექსპერტი.

მარკოვის თქმით, სააკაშვილის დაბრუნება, ბუნებრივია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან და შესაძლო საპროტესტო აქციებთან არის დაკავშირებული.

„ის ფიქრობს, რომ პროტესტების ლიდერობას შეძლებს, ალბათ იმედოვნებს, რომ „ვარდების რევოლუციის“ გამეორებას შეძლებს. თუმცა, ჩემი აზრით, ფერადი რევოლუციები საქართველოში მოსალოდნელია აღარ არის. მოსახლეობის უმეტესობა სააკაშვილის საქმიანობაში იმედგაცრუებულია და მას არ გაჰყვება. თანაც საქართველოს ძალოვანი უწყებები მოვლენების ასეთი განვითარებისთვის მზად არიან და ამას არ დაუშვებენ“, - ამბობს სერგეი მარკოვი.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, სერგეი მარკოვი ამბობს, რომ სააკაშვილს, რომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული, დაკავების არ ეშინია, რადგანაც ამერიკელებმა საქართველოს ხელისუფლებას ეს აუკრძალეს.

„ამერიკელების მარიონეტები, რომლებიც მათ ყურმოჭრილად ემსახურებიან, თავს დაცულად უნდა გრძნობდნენ. არსებობს ხელშეუხებელთა სია. სააკაშვილი ამ სიაში შედის“, - ამბობს მარკოვი.

მარკოვის აზრით, საუბარი იმაზე, თუ რამდენად წარმატებული იქნება სააკაშვილის ეს ჩანაფიქრი, ჯერჯერობით რთულია.

„სააკაშვილის დაბრუნების ან დაბრუნების დაანონსების ფაქტს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ რეიტინგის ამაღლება შეუძლია“, - მიაჩნია რუს ექსპერტს.

ინფორმაციისთვის, 1-ელ ოქტომბერს საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას მისი პარტიის წევრები და მხარდამჭერები ადასტურებენ, თუმცა, შსს-ში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ.

ამავე თემაზე:

🔴 არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის ვიდეო „დიპფეიკი“? - დავით ძიძიშვილის განმარტება

🔴 „მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ტაკიმასხარა“ - თორნიკე რიჟვაძე

🔴 „მაინტერესებს ენმ-ს წევრების პოზიცია, იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილი საქართველოში არ აღმოჩნდება“ - იაგო ხვიჩია

🔴 „მადლობა სააკაშვილს, ამ ნაბიჯით გააფარჩაკა საკუთარი პარტია“ - კახა კალაძე

🔴 „მიხეილ სააკაშვილს ჩამოსვლაც ისეთ სტილში წარმოუდგენია, როგორც გორში თვითმფრინავის დანახვისას მოიქცა“ - არჩილ თალაკვაძე სააკაშვილზე