მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ტაკიმასხარა“ - თორნიკე რიჟვაძე

„მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ტაკიმასხარა“

„იმდენად მოუძველდათ მეთოდები მოდელირებული გამარჯვების შემქმნელებს, რომ უკვე ფეიკ ვიდეოებსაც ხარისხი მიაკლეს“, ​- ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის ჩამოსვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის ტაკიმასხარა, ლაჩარი და ის ვერასოდეს გაბედავს გადმოკვეთოს საქართველოს საზღვარი.

„ღიმილის მომგვრელია, რა შეიძლება ვთქვა, უფრო მეტს გეტყვით, ქეიფობდნენ კურორტ გოდერძიზე, მოუვიდათ ცოტა მეტი ქეიფი და დღეს ითხოვეს, გვაცადეთ, იქნებ ცოტა მოგვიანებით ჩაგბარდეთო. ეს ხუმრობით. მაგრამ რაც შეეხება ამ საკითხის ასეთ აჟიოტაჟს, ეიფორიას, მერწმუნეთ, რომ ეს რამდენიმე საათიანი ეიფორია გადაივლის და ხალხი საკადრის პასუხს გასცემს ქართული სახელმწიფოს, საზოგადოების, მათ შორის მათი ამომრჩევლების, ასე აბუჩად აგდებას.

მინდა, ეიფორიაში მყოფ ოპოზიციურ სპექტრს, განსაკუთრებით კი „ნაცმოძრაობას“ ვუთხრა, ამ ხალხმა ყველაზე კარგად იცის ამ მსჯავრდადებული პრეზიდენტის გამბედაობის შესახებ, ეს არის ჩვეულებრივი ტაკიმასხარა, ლაჩარი და ვერასოდეს გაბედავს, გადმოკვეთოს საქართველოს საზღვარი, ამაში დარწმუნებული ვარ“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბერს გეგმავს. თუმცა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა სადაც წერს რომ ის 8 წლის შემდეგ საქართველოშია.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში“ - ირაკლი კობახიძე

👉 „ბილეთის დაჯავშნა, ჩამოსვლას არ ნიშნავს“ - ვახტანგ ძაბირაძე

👉 „თუ ის წერს, რომ საქართველოშია, ესე იგი საქართველოში იმყოფება“ - ენმ-ს პრესსამსახური

👉 „ვუთხარი ხელისუფლების წარმომადგენლებს გადადგით ნაბიჯი დიდი შერიგებისაკენ“