მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მაინტერესებს ენმ-ს წევრების პოზიცია, იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილი საქართველოში არ აღმოჩნდება“ - იაგო ხვიჩია

იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ყოფნა/არ ყოფნის დადგენით არასერიოზული მდგომარეობა შეიქმნა ქვეყანაში. ის აღნიშნავს, რომ ფსონი აქვს დადებული იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი ქვეყანაში არ არის.

იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ არსებული ვითარება უფრო მეტად „ქართულ ოცნებას“ ეხმარება.

„ზოგადად მაინტერესებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების პოზიცია, იმ შემთხვევაში, რომ კაცმა თქვა „აი, აქ ვარ, საქართველოში“ და ამის მერე ეს ადამიანი საქართველოში არ აღმოჩნდება, ამის მერე როგორ ხდება პარტიის პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება, ამაზე პასუხს ვინ აგებს? ან თუ აქ აღმოჩნდება მერე რა იქნება?

„მიშა მოდის“ მეთოდით შეშინებამ თავი ამოწურა, რამდენი ხანია ამას იძახის კაცი და ვიღაც ადამიანებზე ეს მართლაც მოქმედებს, „მიშა აქ არის და მოდი დავუდგეთ გვერდით“, მაგრამ სააკაშვილი არჩევნების დასრულებამდე უნდა გამოჩნდეს ადამიანებს ხომ უნდა შეეძლოთ მასთან შეხვედრა?

არ მგონია, რომ ეს არის სამკითხაო ამბავი, არ არის მარტივი სააკაშვილის დამალვა.

როცა „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდებოდა, ის სააკაშვილს უხმობდა დასახმარებლად. იმიტომ, რომ მობილიზებას ახდენს „ოცნების“ ამომრჩეველს, ეს წაგებიანად მოქმედებს ოპოზიციაზე.

ეს არის დაძაბვის ყველაზე რთული ფორმა, მერე თუ არ აღმოჩნდება საქართველოში, მისი რეპუტაცია ხომ ზიანდება? უფასოდ მიდის ამაზე? ეს როგორ შეიძლება იყოს ბრძოლა? ვიღაცის ჩამოსვლა /არ ჩამოსვლით, დაჭერა, არ დაჭერით ვერ უნდა დაგვემუქრონ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბერს გეგმავდა. თუმცა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ის ბათუმში იმყოფება.

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას მისი პარტიის წევრები და მხარდამჭერები ადასტურებენ, თუმცა, შსს-ში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ვიდეომიმართვას, რომელიც სააკაშვილის თქმით, ბათუმშია ჩაწერილი, მსოფლიო მედია ეხმაურება: „სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში დაკავების საფრთხის მიუხედავად დაბრუნდა, მთავრობა ამ ინფორმაციას უარყოფს“, - ამის შესახებ BBC, Reuters, euronews.com, Bloomberg, France24 და სხვა გამოცემები იუწყებიან.

იხილეთ აგრეთვე:

შსს: სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის სახელმწიფო საზღვარი

✅„3 ოქტომბერს მეც შევუერთდები თბილისისკენ ერთ-ერთ კოლონას “- მიხეილ სააკაშვილი

✅„აი, ეს არის ჩემი ბათუმი“ - მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვას აქვეყნებს (ვიდეო)

✅„მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში“ - ირაკლი კობახიძე