მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ანათემას გადასცემენ, მაგრამ იმედია კოცონზე არ დაწვავენ“ - პოლიტოლოგი გრიგოლ ვაშაძეზე

ექსპერტი გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძის „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლას ნამდვილად მყარი საფუძველი აქვს. 

როგორც მან PIA.GE-სთან საუბარში აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს არაფერს შეცვლის, რადგან ის, ისევე როგორც „ქართული ოცნება“, სექტაა და არა პარტია, რომელსაც დემოკრატიული ღირებულებები ამოძრავებს.

„ვფიქრობ, სწორი არგუმენტები ჰქონდა. ის პრობლემები, რაც მან აღნიშნა, რეალურია და მისი წასვლა კანონზომიერი იყო. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არანაირი პრობლემა არ არის ეს. ისევე, როგორც არანაირი პრობლემა არ იქნება „ქართული ოცნებისთვის“, მაგალითად, გახარიას წასვლა, კობახიძის - მთლად ზეიმი იქნება.

ესენი არ არის კლასიკური ტიპის პარტიები. ჩვენთან ორივე ძირითადი პარტია არის ერთი კაცის. იმ თითო კაცს შეუძლია მთელი პარტია გაყაროს და ქუჩიდან მოიყვანონ ხალხი. გვახსოვს, რამდენი პრემიერი იყო „ქართული ოცნების“ სათავეში მოსვლიდან აქამდე, ან მიშას დროს როგორ იცვლებოდნენ მინისტრები.

სამწუხაროდ, პარტიების ნაცვლად, ყალიბდება სექტები, რომელშიც არსებობს კერპი და დანარჩენი ყველა მისი მრევლია. ასეთი მრევლის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ანათემას გადაეცემა და იმედი მაქვს, კოცონზე არ დაწვავენ. ასევეა, როცა „ქართული ოცნებიდან“ მიდიან ხოლმე წევრები. ასე იქცევა მრევლი და კერპი“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

როგორც მან განმარტა, ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისთან ერთად სახეზეა ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური კრიზისი, რაც კიდევ უფრო გამწვავდება, თუ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმს შეინარჩუნებს და მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგება.

„ქვეყანაში სახეზეა უმწვავესი სოციალური პრობლემები, რთული ვითარებაა პანდემიის მართვის კუთხით და არანაირი გრძელვადიანი, პოზიტიური გეგმა არ არსებობს მათ მოსაგვარებლად. როდესაც ამას თან ერთვის პოლიტიკური რყევები, ბუნებრივია, ჩვენ ვართ ე.წ. ტურბულენტურ ზონაში, საიდანაც ან გამოვალთ, ან ვერ გამოვალთ. ახლა წინასწარ რამის პროგნოზირება შეუძლებელია“, - განაცხადა პოლიტოლოგმა.

👉 ინფორმაციისთვის, გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.

👉 როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, მისთვის მიუღებელია სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების დიპლომატების წინააღმდეგ დაწყებული კამპანია და პარტიასთან ოდიოზური ფიგურების დაახლოება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 თაკო ჩარკვიანი: ზოგიერთი „ცრუპენტელასგან“ განსხვავებით გრიგოლ ვაშაძეს თავიდანვე სხვა პოზიცია ჰქონდა

👉 რომან გოცირიძე: გრიგოლ ვაშაძემ პარტიას საერთაშორისო იმიჯი და შიდა სტაბილურობა შემატა

👉 ხატია დეკანოიძე: პოზიციებს დაახლოება ვერ მოხერხდა პარტიასა და გრიგოლ ვაშაძეს შორის