მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თაკო ჩარკვიანი: ზოგიერთი „ცრუპენტელასგან“ განსხვავებით გრიგოლ ვაშაძეს თავიდანვე სხვა პოზიცია ჰქონდა

საბურთალოზე მაჟორიტარობის კანიდატი

პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების გამო გრიგოლ ვაშაძის შეურაცხყოფა არასწორია. 

მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძეს, არჩევნების შემდგომ პერიოდში ოპოზიციის მოქმედებებთან დაკავშირებით თავიდანვე განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.

„გრიგოლ ვაშაძემ ნაცმოძრაობა დატოვა, მიზეზად არჩეული ტაქტიკა დაასახელა! ეს არის გრიგოლ ვაშაძის პოზიცია და უფლება !

არ არის სწორი მისი ლანძღვა, (განსაკუთრებით ამ პარტიის, ზოგიერთი წევრის და მომხრესგან) ის გაეცალა პროცესს ეს მისი ნებაა, პირველივე დღიდან მას სხვა პოზიცია ჰქონდა (გვახსოვს მისი განცხადება, პარლამენტში სავარაუდო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით) განსხვავებით, ზოგიერთი „ცრუპენტელასგან“, გულზე მჯიღს რომ ირტყამდა „შენი მანდატი არ მჭირდება ივანიშვილოო“.

ასე, რომ განსხვავებული პოზიცია სხვა არის და „ცრუპენტელობა“ სხვა. გრიგოლ ვაშაძეს საკუთარი აზრი და ეს პოზიცია აქვს, (არ არის მისი ლანძღვა სწორი) ის დიპლომატია პროფესიით - ეს მისი არჩევანია!“, - წერს თაკო ჩარკვიანი.

👉 ინფორმაციისთვის, გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.

👉 როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, მისთვის მიუღებელია სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების დიპლომატების წინააღმდეგ დაწყებული კამპანია და პარტიასთან ოდიოზური ფიგურების დაახლოება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 თეა წულუკიანი: გრიგოლ ვაშაძე ყოველთვის იყო მწვავე და პრინციპული

👉 ხატია დეკანოიძე: ვწუხვარ, რომ პარტიასა და გრიგოლს შორის პოზიციებს დაახლოება ვერ მოხერხდა

👉 რომან გოცირიძე: გრიგოლ ვაშაძემ პარტიას საერთაშორისო იმიჯი და შიდა სტაბილურობა შემატა