მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბოღმით არის დაბრმავებული ქართული პოლიტიკური კლასი და საშიშია ქვეყნისთვის დაბოღმილი პოლიტიკოსი“ - იაგო ხვიჩია

იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია საქართველოს დასავლური მომავლის ბედს აფასებს და მიაჩნია, რომ სწორედ, ახლა წყდება, წავა ქვეყანა რუსეთისკენ, თუ არა.

„ჩემი აზრით, საქართველოს მიმართ ღრმავდება იმედგაცრუება ზოგადად, როგორც შეუმდგარი პროექტის მიმართ დასავლეთში.

ამისთვის ყველაფერს აკეთებენ დაპირისპირებული ძალები საქართველოში - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ თავიანთი სატელიტებით.

შეიძლება ეს იყოს დღეების ამბავი, შეიძლება ახლა წყდება საქართველოს დასავლური მომავლის ბედი და ახლა წყდება ის, წავალთ რუსეთისკენ, თუ არა, საბოლოო ჯამში.

უბრალოდ, ამისი მიხვედრა და გაგება არ გვინდა იმიტომ, რომ ბოღმით არის დაბრმავებული ქართული პოლიტიკური კლასი და მგონია, რომ საშიშია ქვეყნისთვის დაბოღმილი პოლიტიკოსები, რომლებიც ერთმანეთს როგორც რუსეთის აგენტებს ისე უყურებენ.

მგონია, რომ ასეთი პოლიტიკური კლასი არის გადასაშენებელი,“ - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

აგრეთვე დაინტერესდებით:

🔻 „იმაზე საუბრის მაგივრად, თუ რატომ ვერ შევთანხმდით, იმუქრებიან, რომ სანქციებს დაგვიწესებენ“ - ვოლსკი ევროპარლამენტარებზე

🔻 ალეკო ელისაშვილი: გაჯიქებული პოლიტიკური პარტიების უპასუხისმგებლობის შედეგად ზიანდება საქართველო

🔻 „საქართველოში იანუკოვიჩის რეჟიმის დასასრულის გამეორება არ გვსურს“ - ხატია დეკანოიძე

🔻 „საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირთან ბიზნეს ურთიერთობის დაბრუნებას“- კარლ ბილდტი

🔻 კარლ ჰარცელი ევროპარლამენტარების წერილზე: არის რამდენიმე ძალიან ნათელი გზავნილი

🔻 „ერთადერთი, სადაც მოსწონთ „ქართული ოცნების“ განცხადებები ეს არის კრემლი“- ბადრი ჯაფარიძე

🔻 „კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ პოლიტიკური პარტიები არ უნდა ელოდონ, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა ძველებურად გაგრძელდება“ - ევროპარლამენტარების განცხადება