მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენი აქციები იქნება სახეშეცვლილი, ფორმაშეცვლილი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქციებს შევწყვეტთ“ - ზაალ უდუმაშვილი

ნაც. მოძღაობის პოლიტსაბჭოს წევრი

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იგეგმება აქციების სახეშეცვლილი ფორმით ჩატარება, თუმცა, აქციები არ შეწყდება.

მისი თქმით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისთვის აუცილებელი პირობაა მათი პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია იყოს თავისუფალი.

„პარტიის თავმჯდომარე უნდა იჯდეს იმ მაგიდასთან, სადაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ნიკა მელია უნდა იყო გათავისუფლებული ძალიან სწრაფად, წინააღმდეგ შემთხვევაში დიალოგი და შეთანხმება ვერ შედგება ხელისუფლებასთან. ეს არის აუცილებელი პირობა, რომ პოლიტპატიმრებმა დატოვონ საპატიმრო დაწესებულებები,“ - აცხადებს იგი.

უდუმაშვილი სახეშეცვლილ აქციებს აანონსებს, თუმცა აღნიშნავს, რომ სახეცხვლილება არ ნიშნავს აქციების შეწყვეტას.

„რაც შეეხება აქციებს, ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება. უბრალოდ, ჩვენ ვიმსჯელებთ კიდევ ერთხელ, რომ არ მივცეთ საბაბი ხელისუფლებას, დიალოგი არ შედგეს. ჩვენი აქციები იქნება სახეშეცვლილი, ფორმაშეცვლილი, თუმცა არ ნიშნავს იმას, რომ აქციებს შევწყვეტთ,“ - აღნიშნავს უდუმაშვილი.

იგი აცხადებს, რომ ოპოზიცია გეგმავს, დაელოდოს ხელისუფლების მზაობას მოლაპარაკებისკენ, მანამდე კი, მასშტაბური პროტესტი კვლავ გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ პირველ მარტს ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივითა და მონაწილეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ოპოზიციის ლიდერებისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაიმართა.

მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ და შედგა ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულება.

ოპოზიციის წარმომადგენლები ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასა და „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი რურუას გათავისუფლებას საპროტესტო აქციებით ითხოვენ.

ოპოზიციის აქციები 2 მარტიდან - 13 მარტის ჩათვლით ეტაპობრივად გაიმართება.

2 მარტს - პარლამენტის შენობის პიკეტირება

5 მარტს - კანცელარიის შენობის პიკეტირება

9 მარტს - აქციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

11 მარტს - აქცია სასამართლოსთან

13 მარტს - მარში და აქცია თავისუფლებისთვის პარლამენტთან

„შევთავაზე მხარეებს ევროკავშირის მხარდაჭერა იმისათვის, რომ მოხდეს სხვადასხვა იდეების შეჯერება. 2 კვირაში ასოცირების შეთანხმებაზე ბრიუსელში გვექნება შეხვედრა“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

აგრეთვე იხილეთ:

„უნდა დათმოს მან, ვინც არასწორად იქცევა, ამ შემთხვევაში, ოპოზიციამ“ - რამაზ საყვარელიძე

„ოპოზიციას მოვუწოდებდი ხელშეკრულებაში ბუნებრივი ბარიერით პროპორციული არჩევნების საკითხიც შეიტანოს“- იაგო ხვიჩია

„დღევანდელი ოპოზიციის აქცია არის გუშინდელი დიალოგის სულისკვეთების საწინააღმდეგო“ - ელისაშვილი