მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დღეს ორივე დაბოლილი იყო მოსული“ - კახა კუკავა იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილზე

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი

პარტია „თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე კახა კუკავამ ოპოზიციის გაერთიანებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი შეხვედრაზე „დაბოლილები“ მივიდნენ.

„დღეს ორივე დაბოლილი იყო მოსული და ყურადღების მიქცევა უნდოდათ.“ - აცხადებს კუკავა.

მისი თქმით, იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი შეხვედრაზე დაუპატიჟებლად მივიდნენ და ითხოვდნენ, მათთვის ოპოზიციის სხვა წევრებს მოესმინათ.

„სინამდვილეში, სტენოგრამა იყო ასე: ჯერ დაუპატიჟებლები მოვიდნენ, მათ ზრდილობიანად სთხოვა ბატონმა ნათელაშვილმა რომ დაეტოვებინათ დღევანდელი შეკრება.“ - განმარტავს კუკავა.

მისი თქმით, ამის შემდეგ „გირჩის“ წევრებმა პროვოკაცია დაიწყეს და ოპოზიციას მათი მოსმენისაკენ მოუწოდეს.

კუკავას განცხადებით, მან „გირჩის“ წევრებს ჰკითხა, თუ ოპოზიცია მიშას თამაშს თამაშობს, მაშინ რატომ მივიდნენ იმ შეხვედრაზე.

„ამაზე ჩავარდა ექსტაზში ხვიჩია, რომ აი, აღიარა კუკავამ, რომ მიშას თამაშს თამაშობსო.“ - აცხადებს კუკავა.

მისი თქმით, ამის შემდეგ, ხვიჩიას და მეგრელიშვილს სხდომის დატოვება მოუწიათ.

ინფორმაციისთვის,

დღეს ოპოზიციის გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა, რომლიდანაც „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ლიდერები დროზე ადრე, შეხვედრის დასრულებამდე წამოვიდნენ.

პარტიის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი სატელევიზიო ინტერვიუში აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენელთა შორის შეინიშნებოდა აზრთა სხვადასხვაობა.

აგრეთვე იხილეთ:

დღეს ოპოზიციის გაერთიანებული შეხვედრა გაიმართება

„25 თებერვალს გაყალბებული არჩევნების პირველი საპროტესტო აქცია დაანონსდა“ - ზურა ჯაფარიძე ოპოზიციის შეხვედრაზე განხილული საკითხების თაობაზე

„ოპოზიცია თამაშობს მიხეილ სააკაშვილის თამაშს“ - იაგო ხვიჩია