ვლადიმირ პოზნერმა განაცხადა, რომ თბილისში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა და ეს ვიზიტი პოლიტიკას არ უკავშირდება.
„მესამე წელია, რაც თბილისში აღვნიშნავ დაბადების დღეს, მე ჩამოვედი არა პოლიტიკაზე სასაუბროდ, არამედ დაბადების დღის აღსანიშნად“,- განაცხადა მან.
რუსი ჟურნალისტის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. მასთან ერთად მოსკოვიდან თბილისში, აირზენას ჩარტერული რეისით, შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებიც ჩამოვიდნენ. ისინი აცხადებენ, რომ პოზნერმა დაპატიჟათ და საქართველო ძალიან უყვართ.
ვლადიმირ პოზნერი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირია. მას ეკუთვნის გამონათქვამი: „აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი“.