თბილისში, სასტუმრო „ვინოტელთან“ სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებული აქცია ამ დრომდე გრძელდება.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის რუსეთიზაციას ცდილობს.
„რუსეთიზაციას ცდილობს საქართველოს ხელისუფლება. დღეს რეფერენდუმის დღეს, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, რომელმაც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა შემოუშვეს რუსი ოკუპანტები.
გუშინ, "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშრის მისიასთან ჩაშალა და დღეს, რეფერენდუმის დღეს, დაუშვა რუსი ოკუპანტების შემოშვება ამ ქვეყანაში“, - აცხადებს აქციის მონაწილე ალუკა კუპრავა.
ინფორმაციისთვის, პოზნერი მეგობრებთან ერთად სასტუმრო „ვინოტელში“ იმყოფება.
ვლადიმირ პოზნერმა განაცხადა, რომ თბილისში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა და ეს ვიზიტი პოლიტიკას არ უკავშირდება.
„მესამე წელია, რაც თბილისში აღვნიშნავ დაბადების დღეს, მე ჩამოვედი არა პოლიტიკაზე სასაუბროდ, არამედ დაბადების დღის აღსანიშნად“,- განაცხადა პოზნერმა.