მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გირჩი“: დაველოდებით „ქართული ოცნების“ ხელმოწერას დოკუმენტზე ან ჩვენი რომელიმე მოთხოვნის შესრულებას

პარტია გირჩი

„გირჩის“ თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით, პარტიის დეპუტატები საკანონმდებლო საქმიანობას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის ახალი დოკუმენტზე მოაწერს ხელს ან მათი 7 მოთხოვნიდან რომელიმე ერთს შეასრულებს.

მისი თქმით, „გირჩი“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგეს.

„ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს ერთი მხრივ ხელისუფლებისკენ, რათა ვესაუბროთ იმ 7 საკითხზე, რაც ჩვენ გვაწუხებს. ჩვენ ვიბრძოლებთ ამ მთავარი 7 საკითხისთვის დერეფნებშიც, დერეფნებს მიღმაც, როგორც მოგვიწევს.

ამავდროულად ჩვენ გვინდა ვიყოთ ხალხი, ვინც უნდა წაახალისოს შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ახალი დოკუმენტი აღსრულდეს ქართული პოლიტიკური სპექტრის მიერ.

ველოდებით ხელისუფლებისგან ხელმოწერას, რომ პირდაპირ შევიდეთ პარლამენტში ან თუ ამას ხელისუფლება არ იზამს, ველოდებით 7-დან ერთი საკითხის დაკმაყოფილებას რომ შევიდეთ პარლამენტის დარბაზში და მანამდე, სანამ ეს მოხდება, ველოდებით ჩვენს კოლეგებს, რათა ერთად შევიდეთ სხდომის დარბაზში“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ „გირჩმა“ შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

ევროპელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, მოლაპარაკების მიღწევის მიზნით, ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.

მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხები.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებით, ვადამდელი არჩევნები საქართველოში 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული სისტემით ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 მზადყოფნას ვაფიქსირებთ განახლებული დოკუმენტის განხილვაზეც - „ქართული ოცნება“

👉 შარლ მიშელი „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას ახალი წინადადებებით მიმართავს - კარლ ჰარცელი

👉 „ქართული ოცნება“: არ დავაფიქსირებთ კრიტიკულ პოზიციას, თუ პრეზიდენტი გიორგი რურუას შეიწყალებს