მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შარლ მიშელი „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას ახალი წინადადებებით მიმართავს - კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მხარეებისთვის ახალი წინადადება წარადგინა.

როგორც ბრიფინგზე კარლ ჰარცელმა აღნიშნა, ეს არის ახალი შეთავაზება პოლიტიკური პარტიებისთვის.

ჰარცელის თქმით, ახალი წინადადების გასაცნობად რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ დრო ითხოვა.

„პრეზიდენტი მიშელი აპირებდა ახალი წინადადების გამოქვეყნებას და ეს უკვე მოხდა დღეს, ის გამოქვეყნებულია. ეს წინადადება ის, რომელსაც პრეზიდენტი თვლის როგორც დაბალანსებულად ასევე რეალისტურად. ეს შეთანხმების ტექსტი გადაცემული იყო ყველა პარტიისადმი, როგორც „ქართული ოცნებისადმი“, ასევე ოპოზიციური პარტიებისადმი.

სანამ ეს შეხვედრა მოხდებოდა რამდენიმე პარტიამ დრო ითხოვა კონსულტაციისთვის, ახალი წინადადება, რომ განეხილა. დღევანდელი შეხვედრა შედარებით ხანმოკლე იყო. ჩვენ ველოდებით როდის დაბრუნდებიან პარტიები უკან იმისთვის, რომ თავისი გადაწყვეტილება გვამცნონ და იმისთვის, რომ ამ პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში დასასრული ჰქონდეს“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ამავე თემაზე:

რა უნდათ, რომ დანიელსონმა ჩამოართვას ძალაუფლება „ქართულ ოცნებას“ და მათ გადასცეს? - ხუხაშვილი