მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარია ზახაროვა საქართველოში ვლადიმირ პოზნერის ვიზიტს გამოეხმაურა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომაგდნელი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა საქართველოში რუსი ჟურნალისტისა და შოუმენის ვლადიმირ პოზნერის ვიზიტს გამოეხმაურა

ზახაროვა აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატიის განვითარების გზები არაცივილიზებულ ფორმას იღებს.

„დემოკრატიის გზები არაცივილიზებულია, ჩვენ რთულ გზას გავდივართ ზურმუხტისფერი ქალაქისკენ”,- აღნიშნავს ზახაროვა Facebook-ის პირად გვერდზე.

რუსი ჟურნალისტი, ვლადიმირ პოზნერი თბილისში დაბადების დღის აღსანიშნად, თანმხლებ პირებთან ერთად, გუშინ ჩამოვიდა.

მათ ვიზიტს საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისსა და ბათუმში - აქტივისტები აცხადებდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის რუსეთიზაციას ცდილობს. ისინი ოკუპაციის შესახებ კანონისა და დაწესებული კოვიდრეგულაციების დარღვევაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

რუსმა ჟურნალისტმა, ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დღეს დილით დატოვეს.

ამავე თემაზე:

📌 დუმის სპიკერი: რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ყოფნა სახიფათოა

📌 „პოზნერს, ისევე როგორც ნებისმიერ ამერიკელ, ევროპელ და მათ შორის რუს ტურისტს, უფლება ჰქონდა საქართველოში შემოსულიყო“ - მდინარაძე