მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გუშინდელი შეთანხმება არის დიდი, ძლიერი და სრულად ფუნქციური, დემოკრატიისკენ სწრაფვისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი“ - ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი

სენატორი

ამერიკელი სენატორები, ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი ერთობლივ განცხადებას, ავცელებენ რომლითაც საქართველოში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას ეხმაურებიან.

„გუშინდელი შეთანხმება არის დიდი, ძლიერი და სრულად ფუნქციური, დემოკრატიისკენ სწრაფვისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ახლა მოვუწოდებთ მხარეებს, გაერთიანდნენ ქვეყნის სასარგებლოდ და სრულად შეასრულონ შეთანხმება, რომელიც გულისხმობს საარჩევნო და სასამართლო რეფორმას, რომ სამომავლოდ თავიდან იყოს აცილებული პოლიტიკური ჩიხი.

ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს ისეთი ქვეყნის შენებაში, რომელიც საკუთარი მოსახლეობის საჭიროებებს ემსახურება“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ჯინ შაჰინმა გამოაქვეყნა.

ინფორმაციისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

შეთანხმებას ხელს აწერენ: „გირჩი“, ზურაბ ჯაფარიძე, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, დავით ბაქრაძე, „რესპუბლიკური პარტია“, სალომე სამადაშვილი, „ქართული ოცნება“, „მოქალაქეები“

იხილეთ აგრეთვე:

✅„მოვუწოდებთ პარლამენტის დარჩენილ წევრებსა და პარტიებს, ხელი მოაწერონ ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს და სრულად ფუნქციურ პარლამენტში ერთად მუშაობის ვალდებულება აიღონ“ - ჯერალდ კოროლი