მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ევროკავშირში ძალიან ბევრი ეჭვი გაჩნდება ამ პარტიის ლიდერების პასუხისმგებლიან ქცევაზე“- ევროპარლამენტარი „ნაციონალურ მოძრაობაზე“

რასა იუკნევიჩიანე

ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანე მოუწოდებს ნიკა მელიას, რომ გაითვალისწინოს ევროკავშირის მიერ დოკუმენტით გათვალისწინებული წინადადებები.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ ეჭვი გაჩნდება ამ პარტიის ლიდერების პასუხისმგებლიან ქცევაზე.

„ვფიქრობ ამ პრობლემის გადასაჭრელად ევროკავშირის მიერ დოკუმენტით გათვალისწინებული წინადადებები ძალიან კარგი და მისაღებია. მოვუწოდებ პარტიის ლიდერს, აუცილებლად გაითვალისწინოს ეს ინიციატივა და ეს პრობლემაც მოგვარდება,

წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირში ძალიან ბევრი ეჭვი გაჩნდება ამ პარტიის ლიდერების პასუხისმგებლიან ქცევაზე. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მმართველმა პარტიამ შეასრულოს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დოკუმენტში ჩანაწერი და აღებული ვალდებულებები.

მე იმედი მაქვს, რომ მაისის ბოლოს ან ივნისში პრობლემა მოგვარდება და ეს პარტია შევა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში და გავიხედავთ მომავლისკენ“- განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გირაოზე კვლავ უარი თქვა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„გუშინდელი შეთანხმება არის დიდი, ძლიერი და სრულად ფუნქციური, დემოკრატიისკენ სწრაფვისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი“ - ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი

✔️„მოვუწოდებთ პარლამენტის დარჩენილ წევრებსა და პარტიებს, ხელი მოაწერონ ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს და სრულად ფუნქციურ პარლამენტში ერთად მუშაობის ვალდებულება აიღონ“ - ჯერალდ კოროლი