მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოვუწოდებთ პარლამენტის დარჩენილ წევრებსა და პარტიებს, ხელი მოაწერონ ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს და სრულად ფუნქციურ პარლამენტში ერთად მუშაობის ვალდებულება აიღონ“ - ჯერალდ კოროლი

 ჯერალდ კოროლი

„ეს შეთანხმება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად, რომელიც გზას უხსნის კრიტიკულ რეფორმებს. ეს პოზიტიური წინ გადადგმული ნაბიჯია და მნიშვნელოვანი ეტაპია დემოკრატიის ოჯახში საქართველოს როლის აღდგენისთვის“ – ამის შესახებ ნათქვამია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჯერალდ კოროლის განცხადებაში, რომელიც ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ჯერალდ კონოლი მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ შეთანხმება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად.

„მივესალმები ხელისუფლებიდან და ოპოზიციიდან ყველა ხელმომწერს იმისთვის, რომ მზად არიან, განსაზღვრონ საქართველოს ერთიანი კურსი, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვისას. პოლიტიკური კომპრომისი, რომელიც იშვიათად არის მარტივი, არის მთავარი მახასიათებელი, რაც განასხვავებს დემოკრატიებს. წინ მნიშვნელოვანი სამუშაოა – შეთანხმების შესრულება სრულად და სკრუპულოზურად.

საზღვრებს გარეთ საქართველოს მეგობრები და მოკავშირეები აკვირდებიან საქართველოს, ვიდრე ქვეყანა დემოკრატიული ინსტიტუტებს აძლიერებს იმისთვის, რომ უპასუხოს პოლიტიკურ პოლარიზაციას. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტის დარჩენილ წევრებსა და პარტიებს, ხელი მოაწერონ ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს და სრულად ფუნქციურ პარლამენტში ერთად მუშაობის ვალდებულება აიღონ.

ასევე ვიმეორებ ჩემს მოწოდებას მმართველი პარტიის მიმართ, აჩვენონ ერთგულება ოპოზიციის უფლებების დაცვის კუთხით. ქართველი ხალხი იმსახურებს სტაბილური მთავრობას, რომელიც გაერთიანებულია დემოკრატიული პრინციპების ერთგულების გარშემო. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიის კონსოლიდაციის გზაზე“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

შეთანხმებას ხელს აწერენ: „გირჩი“, ზურაბ ჯაფარიძე, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, დავით ბაქრაძე, „რესპუბლიკური პარტია“, სალომე სამადაშვილი, „ქართული ოცნება“, „მოქალაქეები“

იხილეთ აგრეთვე:

✅შარლ მიშელი: დარწმუნებული ვარ, ყველა შეასრულებს თავის წილ საქმეს

✅„ეს შეთანხმება არ არის ფინალური ხაზი, არის საწყისი წერტილი საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისთვის“- შარლ მიშელი