მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვერ წარმოვიდგენდი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან მისი ხელმძღვანელობის მიმართ რეპრესიების დაგმობა თუ დამჭირდებოდა“ - ნათელაშვილი

ლეიბორისტების ლიდერი

„ჩემს ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან განცხადების გაკეთება დამჭირდებოდა და მით უფრო მისი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გატარებული რეპრესიების დაგმობა. ეს შეძლო ერთადერთმა კაცმა სამყაროში, რომლის სახელი და გვარია ბიძინა ივანიშვილი“, - ეს განცხადება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიციის ამოცანაა, რომ ხელისუფლების ცვლილება მშვიდობიანად განხორციელდეს.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ რეჟიმი გავუშვათ მაქსიმალურად მშვიდობიანი, ხავერდოვანი მეთოდებით და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდით განვლილ პერიოდში. საქართველოს ისტორიას არ ახსოვს ასე გაერთიანებული ოპოზიცია, რათა გავუშვათ ოკუპანტების მიერ დასმული რეჟიმი მოვაცილოთ ქვეყანას“, - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

როგორც მან განმარტა, ოპოზიცია ნიკა მელიას დაკავებისგან ფიზიკურადაც დაიცავს და მას გადაეფარებიან.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები მის მხარდასაჭერად მივიდნენ.

ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და პატიმრობის გამოყენების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა სასამართლოში უკვე ჩაბარებულია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

რომან გოცირიძე: თუ ივანიშვილი ვა-ბანკზე წავა, პროტესტს მიიღებს

გიგა ბოკერია: იმედი მაქვს უკიდურეს უტიფრობას არ ჩაიდენენ და მელიას არ დაიჭერენ

„გული მწყდება იმ 88 მონურ მორჩილებაში მყოფ ადამიანზე“ - ნიკა მელია მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე