მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა მელია: ვინც ჩემს სასარგებლოდ თანხას შეიტანს, იქნება ჩემი მტერი

მელიას კომენტარი ჰარცელის კომენტარზე

„არჩევნების გაყალბება გაგვიგია, მაგრამ გირაოს გადახდევინების გაყალბების მცდელობა მე აქამდე არ გამიგია.“ - განაცხადა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ.

მელიას პოზიცია უცვლელია და კიდევ ერთხელ საჯაროდ განმარტავს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.

„საჯაროდ და სახალხოდ მინდა განვაცხადო, ამ უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული საქმის ფარგლებში დაკისრებული გირაოს გადახდას არ ვაპირებ იმიტომ, რომ ამ ყველაფრის კეთება ჩემი მხრიდან არის საკუთარ თავთან სირცხვილი და დანაშაული, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობს.“ - აცხადებს იგი.

მისი განმარტებით, იმისათვის, რომ მოხდეს თანხის გადახდა აუცილებელია სპეციალური უნიკალური კოდი, რომელიც პროკურატურაში ინახება და მათ მიერ გაიცემა ბრალდებულზე ან მის ადვოკატზე.

„ჩვენ არ მიგვიმართავს პროკურატურისთვის ამ მოთხოვნით, შესაბამისად ეს ყველაფერი არის უცნობი.“ - აღნიშნავს მელია.

მისივე თქმით, ანგარიში, რომელზეც თანხის შეტანა უნდა მოხდეს, ეკუთვნის საქართველოს ბანკს, მაგრამ ამ ანგარიშზე ვერავინ შეიტანს თანხას, თუ არ ექნება ზემოთ ხსენებული უნიკალური კოდი.

„მივმართავ საქართველოს ბანკს, რომ თუ მოხდება შესაბამის ანგარიშზე ჩემს სასარგებლოდ გირაოს გადახდა, ეს იქნება ჩემი უფლებების შელახვა. ძალიან გთხოვთ, ეს ყველაფერი გაითვალისწინეთ.“ - აღნიშნა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, ეს არის არა მხოლოდ უფლების, არამედ კანონის დარღვევაც.

იგი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართავს:

„ერთხელ და სამუდამოდ გაიგეთ, რომ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია არ იხდის უკანონოდ დაკისრებულ თანხას, მორჩა და გათავდა.“

იგი განაცხადებს, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ხელისუფლება მისი გირაოს გადასახდელად გამოიყენებს, მელიას თვალში, ცალსახად, სუს-თან მჭიდროდ დაკავშირებული პიროვნება იქნება.

„ვინც თითქოს ჩემს სასარგებლოდ თანხას შეიტანს, იქნება ჩემი მტერი,მეტიც, სუს-თან მჭიდრო კავშირში მყოფი.“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

აგრეთვე იხილეთ:

სამწუხაროდ მელია მართლმსაჯულებას ეთამაშება, რაც შესაძლოა, ხელბორკილებით დასრულდეს - დავით ჩიხელიძე

„კანონმდებლობაში ნიკა მელია არ არის ცალკე ჩაწერილი და მართლმსაჯულება მას ზუსტად ისე მოექცევა, როგორც სხვა მოქალაქეს მოექცეოდა“ - თალაკვაძე

„სრული აბსურდია გირაოს გირაოთი დამძიმება - ეს არის მთლიანად არალეგიტიმური“ - ნიკა მელია