მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პატრიოტთა ალიანსიდან“ წასული დეპუტატები ახალ პარტიას ქმნიან

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი

ავთანდილ ენუქიძე, ზაზა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი, რომლებმაც „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვეს, ახალი პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელ სოციალისტების“ შექმნას აანონსებენ.

„პარლამენტში შესვლასთან ერთად, ჩვენ ვტოვებთ „პატრიოტთა ალიანსს“. ეს არის ჩვენთვის მტკივნეული გადაწყვეტილება, რადგან წლების მანძილზე ბევრი რამ გვაქვს გაკეთებული ამ პარტიის წინსვლისა და წარმატებისთვის. ჩვენ ამ პარტიისთვის და მათ შორის, 2016 და 2020 წლების საპარლამენტო არჩევნებში მისი წარმატებისთვის, ბევრად მეტი გვაქვს გაკეთებული, ვიდრე ეს რამდენიმე ათეული ათასი ლარით აისახება, როგორც შენატანი, რომელიც პარტიას გასული წლების მანძილზე შევწირეთ.

პირადად მე გახლდით 2016 და 2020 წლის არჩევნებში პასუხისმგებელი და კურატორი პარტიიდან სამეგრელოს რეგიონში. რამაც გარკვეულწილად განაპირობა პარტიის მიერ დადებული შედეგი. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, როდესაც არსებობს პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა, საჭიროა ნაბიჯის გადადგმა და ჩვენ ეს ნაბიჯი დღეს გადავდგით. დარწმუნებული ვართ, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ჩვენს გადაწყვეტილებას დადებითად შეაფასებს. ამასთანავე არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო პარტიის თავმჯდომარეს ბატონ დავით თარხან-მოურავს, რომ მოგვცა საშუალება ვიყოთ აქ პარლამენტში ამ სტატუსით“, - აღნიშნა ავთანდილ ენუქიძემ.

მისი თქმით, ახალი პოლიტიკური ძალის ყრილობა მომავალ შაბათს გაიმართება.

„მომავალ შაბათს ჩვენ ჩავატარებთ პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტების“ ყრილობას და წარვადგენთ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, რომლის მიზანი იქნება ჩვენი ეროვნული ტრადიციებისა, ჩვენი თვითმყოფადობის და ევროპული ღირებულებების დაცვა, ქართული ეკონომიკის გაძლიერება და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესება. ამ მიმართულებით, ჩვენი გეგმის დეტალების შესახებ უახლოეს დღეებში მეტ ინფორმაციას მიიღებთ. თქვენ იქნებით მოწმეები, თუ როგორ სამაგალითო პარტიას შევქმნით, ჩვენ ამისთვის გვაქვს ყველაფერი, პირველ რიგში გამოცდილება და ქვეყნის სიყვარული.

ჩვენი ამოცანაა, ჩვენმა ახალმა პარტიამ მონაწილეობა მიიღოს მომდევნო ადგილობრივი თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნებში ახალი „საარჩევნო კოდექსის“ და განახლებული საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციურ პარტიას, შემოვიდნენ პარლამენტში და არავის მისცენ ქვეყნის დესტაბილიზაციის შესაძლებლობა“, - განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.

👉 ინფორმაციისთვის, პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის სამი წევრის ფრიდონ ინჯიას, გელა მიქაძისა და დავით ზილფიმიანის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო.

👉 დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს მანდატები პარტიის სხვა წევრების ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ბოიკოტის შედეგად, ადგილმონაცვლეობის პრინციპით, მიიღეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „სამი დეპუტატის შესვლა, პარლამენტს ლეგიტიმაციას ვერ შემატებს“ - ირმა ინაშვილი

👉 „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ გატარებული რეპრესიული ღონისძიებები ოპოზიციის დაშინებაა“ - ნათელაშვილი

👉 პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო