მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პოლიტიკურად უფრო ნეიტრალური ადამიანის დანიშვნა სწორი გადაწყვეტილებაა“ - ალეკო ელისაშვილი კუჭავას შესახებ

ალეკო ელისაშვილი

პარლამენტის წევრი, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარედ დასახელებულ, კახა კუჭავას კანდიდატურას აფასებს და აცხადებს, რომ მისი საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

როგორც ალეკო ელისაშვილი აღნიშნავს, პარლამენტის თავმჯდომარედ პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანის დანიშვნა სწორი გადაწყვეტილებაა.

„არ ვიცი რა გახდა თალაკვაძის როტაციის მიზეზი. კუჭავას საწინააღმდეგო მე პირადად არაფერი მაქვს. რაც ვიცნობ და რაც ვიცი, ვერაფერზე ავდგები და გავილაშქრებ მის წინააღმდეგ.

ჩვენ გვინდა აქამდე დამკვიდრებული წესი შევცვალოთ პოლიტიკაში, ამიტომ, რასაც ვეთანხმებით იმას დავუჭერთ მხარს და არ ვიკეკლუცებთ. დღეს პარლამენტის თავმჯდომარედ უფრო პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანის დანიშვნა არის სწორი“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ კახა კუჭავა წარადგინა, მას შემდეგ რაც არჩილ თალაკვაძემ პოსტი დატოვა.

პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევასთან და საპარლამენტო პოსტებზე არჩილ თალაკვაძისა და კახა კუჭავას როტაციასთან დაკავშირებული პროცედურები 27 აპრილიდან დაიწყება.

იხილეთ აგრეთვე:

✅კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელდა

✅თამთა მეგრელიშვილი: კახა კუჭავა მაღალი დონის პროფესიონალია. დარწმუნებულები ვარ, პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე იქნება, რაც პარლამენტში შემავალ პოლიტიკურ ძალებზეც აისახება

✅27 აპრილიდან პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული პროცედურები დაიწყება