მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სად „ნაცი“ და სად გმირი“ - მიხეილ ყაველაშვილი ნიკა მელიაზე

ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი, 2020 წ.

„გირაოს გადახდაც მოუწევს და პასუხისგებაც.“ - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი ნიკა მელიას გირაოს გადახდის საკითხს.

„ჩემთვის წარმოუდგენელია, სად „ნაცი“ და სად გმირი. ეს ადამიანი, რომელიც პოლიტიკური ლიდერი გახდა დღეს, ნიკანორ მელიაზე მაქვს საუბარი, პირდაპირ ეთერში არღვევს კანონს და ამბობს, რომ ვერ დაიჭერენ. ხომ ყველამ ვიცით, რატომ აკეთებს ამას.“ - განაცხადა ყაველაშვილმა.

მისი თქმით, მელია ხელოვნურად შექმნილი ტიპაჟია და არ ახსენდება მელიას გამოჩენა კონსტრუქციულ დიალოგში ან წყნარ საუბარში.

„რაც არ უნდა იბაქიბუქოს, ესეც ხელოვნურად შექმნილი ტიპაჟია. ერთი და იგივე ნარატივი აქვს ამ კაცს. აქ ვხედავდით, არ მახსოვს მელიას გამოჩენა კონსტრუქციულ დიალოგში ან წყნარ საუბარში არ არსებობს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.“ - განაცხადა მან.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მისთვის დაკისრებულ 40 ათასს ლარს არ გადაიხდის.

აგრეთვე იხილეთ:

„გირაოს არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ“ - ნიკა მელია

ირაკლი ზარქუა: ნიკა მელიას მოუწევს გირაოს გადახდა და ის გადაიხდის, არ აქვს მნიშვნელობა პირადად, თუ მისი მეგობრები

„ნიკა მელიას გადასაწყვეტია დააჭერინებს თუ არა კანონს თავს“ - ბექა დავითულიანი

მამუკა მდინარაძე: ნიკა მელია მიდის ვაბანკზე, ხტება ორმოში, რომ მერე სხვას დააბრალოს თავისი ორმოში ჩახტომა