მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უგულავა: ხელისუფლება სიტყვა დიალოგს კეკლუცობის მიზნით იყენებს

ევროპული საქართველოს წევრი

„ხელისუფლება სიტყვა დიალოგს კეკლუცობის მიზნით ხმარობს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება უშინაარსო დიალოგზე საუბრობს.

„ჯერჯერობით მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლება სიტყვა დიალოგს კეკლუცობის მიზნით ხმარობს. მათ იციან, რომ ამ სიტყვას რაღაც მაგიური მნიშვნელობა აქვს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები დადებითად რეაგირებენ.

სამწუხაროდ ამ დიალოგის უკან შინაარსი არ დევს, ამის უკან დგას მხოლოდ ძალადობა, დაჭერები, მუქარა, შანტაჟის და დაცინვის ენა“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

📌ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და გაყალბებაზე საუბრობენ.

📌 მასშტაბური აქცია 8 ნოემბერს გაიმართა. მორიგი აქცია კი, 14 ნოემბერს არის დაანონსებული.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔴 კოჟორიძე: მტკიცე პროტესტი თუ გაგრძელდება, 100%-ით დარმწუნებული ვარ, ხელახალი არჩევნები იქნება

🔴 ნიკა მელიამ 14 ნოემბერს მორიგი აქცია დაანონსა

🔴 არჩილ თალაკვაძე, ოპოზიციის უარს მეორე ტურში მონაწილეობის მიღებაზე, იაფფასიან პოპულიზმს უწოდებს