მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უნდა შევრიგდეთ და ეს აუცილებლად მოხდება“ - იაგო ხვიჩია ოპოზიციასა და ხელისუფლებაზე

გირჩის წევრი 2020

„უნდა შევრიგდეთ და ეს აუცილებლად მოხდება. ყველა ერთხმად მოგვიწოდებს შერიგებისკენ. სხვა გზა არ არსებობს, შეიძლება ვიჩხუბოთ, შეიძლება მსხვერპლიც მოყვეს ამას, მაგრამ ესე დიდხანს ვერ გაძლებენ. ისინი ჩხუბობენ, სანამ მაყურებელი ჰყავთ, მაგრამ როცა მაყურებელი აღარ ეყოლებათ ესენი არ იჩხუბებენ და სხვა გზა უბრალოდ არ ექნებათ, რომ არ ილაპარაკონ“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ სატელევიზიო ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიციამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებამდე საერთო ენა შიგნით უნდა გამონახოს და ერთი მიზნისთვის თანამშრომლობა გააგრძელოს.

„ოპოზიციის მთავარი პრობლემა იყო ის, რასაც მის ძლიერ მხარედ მიიჩნევდნენ, ერთი აზროვნება. ყველა გაერთიანდა „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ. მათ მხოლოდ ერთი აზრი გააჩნდათ ნებისმიერი სხვა აზრი იქოლებოდა. თქვენ გახსოვთ როგორი კრიტიკა წამოვიდა ჩვენ მიმართ. ასევე როგორ გალანძღეს „რესპუბლიკური პარტია“ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით.

მოწმენდილ ცაზე ერთმანეთის ლანძღვა დაიწყო ხალხმა. ჩვენ ვუყურებთ ახლა ხელისუფლების ცუდ მდგომარეობას და პოლიტპატიმრებს, რაც საშუალებას გვაძლევს ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაველაპარაკოთ“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ოპოზიციამ საპროტესტო აქციები დაიწყო.

მათი მოთხოვნაა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

ოპოზიცია 2 მარტს პარლამენტის და 5 მარტს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის პიკეტირებას გეგმავს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„მხარეებს უბრალოდ არ უნდათ შეთანხმება და სხვადასხვა მიზეზებით ცდილობენ მის ჩაშლას“ - სანდრო რაქვიაშვილი

მეუფე იაკობი: თუ მელია გირაოს არ გადაიხდის, უცხოეთისთვის გონიერი პოლიტიკოსი აღარ იქნება

„სახელმწიფოს მოვალეობაა, არ აჰყვეს ოპოზიციის მთავარ სტრატეგიულ მიმართულებას, რომ იქნებ, როგორმე ჯახი გამოიწვიონ“ - გია ვოლსკი