მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ ჯაფარიძე: ვიდრე ჩვენი მეგობრები ასეთი დიპლომატიური ენით, მოზომილად ისაუბრებენ, „ქართული ოცნება“ არაფერს დათმობს

ზურა ჯაფარიძე

„მოლაპარაკების პროცესი ამჯერადაც წარიმარათა იგივე სცენარით, როგორიც იყო წინა შეხვედრაზე, მიუხედავად შეთანხმების ტექსტთან მიმართებაში ოპოზიციას ჰქონდა პრინციპული პოზიცია ხელახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხებთან დაკავშირებით“- განაცხადა „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ.

ჯაფარიძის თქმით, მომლაპარაკებლებმა ვერ შეძლეს ისეთი ტექსტის დადება, რომ „ქართული ოცნებას“ ეთქვა, ჩვენ ამას ვაწერთ ხელსო.

„კიდევ სამი საკითხი, რომელზეც „ქართული ოცნება“ არ თანხმდებოდა. სამწუხარო რეალობაა რომ ვერ მოხდა შეთანხმება. ცხადია, მთელი პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფლებას. ის სამი საკითხი რომელზეც ოპოზიცია თანხმდებოდა, ჩემი აზრით არც ერთი პრინციპულად მნიშვნელოვანი არ არის. არ მჯერა, რომ იქ დაწერილი ტექსტებით შეიძლება რამე შეიცვალოს.

კომპრომისი იყო ის, რომ ამ ყველაფერზე თვალს ვხუჭავდი. ვითხოვდი სრულად პროპორციულ არჩევნებს ბარიერის გარეშე და ვერ მივაღწიე“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ის აღნიშნავს, რომ ვიდრე ჩვენი მეგობრები ასეთი დიპლომატიური ენით, მოზომილად ისაუბრებენ, „ქართული ოცნება“ არაფერს დათმობს. ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციისთვის ერთიანი ბოიკოტი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.

„ჩემი აზრით, ჩვენს მეგობრებს მცდარი პოზიცია უჭირავთ, როდესაც ორივე მხარეს მოუწოდებენ კომპრომისებისკენ. მე არ მესმის, რას ნიშნავს კომპრომისი, როდესაც საუბარია სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ან თავისუფალი არჩევნების ჩატარებაზე.

სასამართლო ან დამოუკიდებელია, ან არ არის, სად გადის აქ კომპრომისი? ვიდრე ჩვენი მეგობრები ასეთი დიპლომატიური ენით, მოზომილად ისაუბრებენ, „ქართული ოცნება“ არაფერს დათმობს, ამაზე ვლაპარაკობდი საჯაროდ და ეს დადასტურდა დღესაც.

ჩვენი დასავლელი მეგობრები გვხატავდნენ წლების განმავლობაში, რომ ჩვენ ვართ გამორჩეული რეგიონში როგორც დემოკრატიის მშენებელი ქვეყანა და ახლა უცბად აღმოჩნდა, ამ ქვეყანაში არც ერთი დამოუკიდებელი პოლიტიკური ინსტიტუტი არ არსებობს.

ყველაფერი არის ერთი კაცის ხელში და ეს ესმის ყველას. მათ უნდა ღიად უთხრან „ქართულ ოცნებას“ რომ ჩვენ ჩვენთან დასავლეთში ასეა სასამართლო, ასე ტარდება არჩევნები და ასეთი კრიზისის დროს ხელახალი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია.

ჩემი მთავარი პასუხისმგებლობაა, მხარდამჭერების მიმართ, რომ მიუღებელ რამეზე არ მოვაწერო ხელი. მიმაჩნია, რომ ერთიანი ბოიკოტი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

შვედი დიპლომატის თქმით, მის მიერ შეთავაზებული პუნქტები მისაღები არცერთი პარტიისთვის არ იყო.

იხილეთ აგრეთვე:

✅„მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ იყო მოცემული, ამის დამატებას ითხოვდა ოპოზიცია“- არჩილ თალაკვაძე

✅„ხუთი საკითხიდან, სამზე შევთანხმდით“- ალეკო ელისაშვილი

✅კრისტიან დანიელსონი: ჩვენს მიერ მომზადებული დოკუმენტი არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ მიიღო