მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალეკო ელისაშვილი: „ქართული ოცნებისგან“ ხმების სანდო გადათვლაზეა საუბარი

პარტია მოქალაქის ლიდერი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნებისგან“ ხმების გადათვლის შეთავაზების მიღებას შესაძლოა რეალური შედეგი ჰქონდეს. 

მისი თქმით, არსებობს სანდო მეთოდი, რომლის მიხედვითაც არჩევნებში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული ხმების გადათვლა შესაძლებელია.

ალეკო ელისაშვილმა ხმების გადათვლის კონკრეტული მეთოდის შესახებ დეტალური საუბრისგან თავი შეიკავა, რის მიზეზადაც მოლაპარაკების პროცესში არსებული შეთანხმება დაასახელა.

„ყველაფერზე მოდიან და არსებობს მეთოდები. ისინი ამბობენ, რომ თუ გადათვლის შედეგად ცდომილება დაფიქსირდება, რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავენ. ჩვენ უნდა ვიომოთ და დავამტკიცოთ, რომ არჩევნები გაყალბდა.

სხვანაირ, სანდო გადათვლაზეა საუბარი. არსებობს მეთოდი, რომლითაც ეს შესაძლებელია. უბრალოდ არ მაქვს ამის დასახელების უფლება. ჩვენვე გადავთვლით და ჩვენვე დავამტკიცებთ სიმართლეს“, - აღნიშნა ალეკო ალისაშვილმა სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას.

👉 ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ დროებითი საგამოძიებო კომისია საპარლამენტო არჩევნების შედეგებში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 1%-იან გადახრას მაინც დააფიქსირებს, პარტია რიგგარეშე არჩევნებს გამოაცხადებს.

👉 ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი 10 დეკემბერს გაიმართება.

👉 მხარეები ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ მმართველი გუნდისგან კომპრომისებზე მსჯელობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 შევა თუ არა „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში - გიორგი ვაშაძის პასუხი

👉 სანდრო რაქვიაშვილი: „გირჩი“ პარლამენტში არ იქნება

👉 „ის, ვინც ე.წ. საპარლამენტო მასკარადში, ვეღარ იქნება ოპოზიციონერი“ - მელია