მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა მელია: ის ვინც 11 დეკემბერს მონაწილეობას მიიღებს ე.წ. საპარლამენტო მასკარადში, ვეღარ იქნება ოპოზიციონერი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციური პარტიების მორიგი შეხვედრის წინ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ ის ვინც მე-10 მოწვევის პარლამენტში შევა არ იქნება ოპოზიციონერი.

მელიას თქმით, კობახიძე ივანიშვილთან შეუთანხმებლად განცხადებას არ აკეთებს.

„იქ სადაც მთავარ ოპოზიციურ პარტიას ემუქრებიან გაუქმებით, წარმოიდგინეთ რა განზრახვები შეიძლება ჰქონდეთ სხვა პარტიებთან მიმართებაში. დღეს საჯაროდ ააშრიალეს ფული და თქვეს, რომ ვინც შემოხვალთ პარლამენტში მოგცემთ ფულს და ვინც არა, არ მოგცემთ ფულს.

ამ ყველაფრის ფონზე ნებისმიერი სუბიექტი, ნებისმიერი პოლიტიკოსი ვინც 11 დეკემბერს მონაწილეობას მიიღებს ე.წ. საპარლამენტო მასკარადში, ის ვეღარ იქნება ოპოზიციონერი და დეპუტატი. ის იქნება ნაყიდი. მე ვიქნები ის თუ სხვა“, - აღნიშნა მელიამ.

🔘 ინფორმაციისთვის, ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და გაყალბებაზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვიან.

🔘 ხელისუფლებსა და ოპოზიციას შორის კონსესუსის მიღწევის მიზნით, მოლაპარაკებაში ელჩები ჩაერთვნენ.

🔘 მოლაპარაკების 4 რაუნდი უკვე შედგა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 ირაკლი კობახიძის განცხადება

👉 ლევან იოსელიანი: ნაციონალურ მოძრაობას როგორ არ რცხვენია, რომ გიგა ბოკერიას ჭკუაზე დადის?