მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შევა თუ არა „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში - გიორგი ვაშაძის პასუხი

ვაშაძეს კომენტარი ელჩთან შეხვედრის შემდეგ

„ყველა პროცედურა დღეს ვნახეთ, ხვალ გვექნება პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებებს მივიღებთ და გაგაცნობთ, როგორ და რანაირად მივიღებთ ამ პროცესში მონაწილეობას. სავარაუდოდ, იმ პროცესს შევუერთდებით, რაც არის, თუმცა, თუ განსხვავებული პოზიცია გვექნება, ამასაც გაცნობებთ აუცილებლად“, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებულ შეთავაზებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებისას მსჯელობა არ ყოფილა.

„ველოდებით დიპლომატებისგან შეხმიანებას, როდის გაიმართება. დღეს ძალიან დაამძიმა ფონი ბატონი კობახიძის განცხადებამ ამ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ხანგრძლივი მსჯელობა გვქონდა. იყო მის განცხადებაში რაღაც შემოთავაზებები გადათვლებთან და სხვადასხვა პროცედურასთან დაკავშირებით.

ამ შემოთავაზებაზე საერთოდ რომ გვიმსჯელია, იმდენი სხვა საკითხი იყო ამ განცხადებაში წამოწეული, რომ ვერ მივედით ამ შემოთავაზებამდე, ეს არის მთავარი პრობლემა“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

👉 ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ დროებითი საგამოძიებო კომისია საპარლამენტო არჩევნების შედეგებში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 1%-იან გადახრას მაინც დააფიქსირებს, პარტია რიგგარეშე არჩევნებს გამოაცხადებს.

👉 ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი 10 დეკემბერს გაიმართება.

👉 მხარეები ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ მმართველი გუნდისგან კომპრომისებზე მსჯელობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ბოიკოტს ალტერნატივა არ აქვს“ - „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა

👉 სანდრო რაქვიაშვილი: „გირჩი“ პარლამენტში არ იქნება

👉 „პარტიები ხელმოწერით დაადასტურებენ, რომ პარლამენტში არ შედიან“- ბურჯანაძე