მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სანდრო რაქვიაშვილი: „გირჩი“ პარლამენტში არ იქნება

გირჩის წევრი

„მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას მთელ ოპოზიციაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ „გირჩი“ პარლამენტში არ იქნება და ალბათ უმრავლესობაც“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისი თქმით, იმ დროს, როცა მმართველი გუნდი ულტიმატუმებს აყენებს, მოლაპარაკების პროცესი აზრს კარგავს.

„მე რთულად წარმომიდგენია, როდესაც ერთი მხარე გემუქრება, ულტიმატუმს გიყენებს, ჩვენ არა, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუქმებით ემუქრება, მგონი, ასეთ მოლაპარაკებებს აზრი ეკარგება“, - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

👉 ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის ლიდერი მიხიელ სააკაშვილი არჩევნების საკონსტიტუციო ცენზს არ აკმაყოფილებს, რეგისტრაციიდან მოიხსენბა.

👉 ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი 10 დეკემბერს გაიმართება.

👉 მხარეები ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ მმართველი გუნდისგან კომპრომისებზე მსჯელობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „პარტიები ხელმოწერით დავადასტურებთ, რომ პარლამენტში არ შევდივართ“ - ბურჯანაძე

👉 „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა

👉 „ის, ვინც ე.წ. საპარლამენტო მასკარადში, ვეღარ იქნება ოპოზიციონერი“ - მელია