მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა“- იენს სტოლტენბერგი

იენს სტოლტენბერგი

ბრიუსელში 14 ივნისს ნატოს სამიტი იწყება, აღნიშნულ სამიტზე მონაწილეობას ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები მიიღებენ. შეხვედრაზე მხარეები „ნატო 2030 წლის“ ახალ მიზნებზე, ალიანსის გაფართოებაზე, მსოფლიოში არსებულ ეპიდემიაზე, ვაქცინაციის პროგრამასა და პრორუსულ საფრთხეებზე იმსჯელებენ.

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამიტის გახსნაზე განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა ალიანსის ახალი ეტაპის დასაწყისია.

„ვიმსჯელებთ ნატო 2030 წლის ახალ მიზნებზე, ძალების მოდერნიზაციაზე, კოლექტიურ თავდაცვაზე, კლიმატის დაცვაზე პარტნიორებთან დაახლოებასა და მათ ხელშეწყობაზე.

ლიდერების განხილვის ერთ-ერთი მთავარი მთავარი თემა რუსეთის მოქმედებებიც იქნება. ჩვენ ურთიერთობა რუსეთთან ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ეს რუსეთის აგრესიული ქმედებებით არის გამოწვეული, რომელსაც ის მეზობელი ქვეყნების საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ ახორციელებს. გარდა ამისა, სერიოზული საფრთხეა ადამიანის მოწამვლა და კიბერშეტევები.

დარწმუნებული ვარ, რომ დღეს აშშ-ს პრეზიდენტისა და ვლადიმერ პუტინის მომავალი შეხვედრის შესახებაც ვისაუბრებთ“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ინფორმაციისათვის, ბრიუსელში დღეს ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება.

იხილეთ აგრეთვე:

✅„საქართველო და უკრაინა ნატოს ღირებული პარტნიორები არიან“- იენს სტოლტენბერგი

✅„უკრაინა და საქართველო უნდა გახდნენ ნატოს წევრები“- კონდოლიზა რაისი

✅დღეს ნატო-ს სამიტზე, ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება