მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დაგვიანდა რეაგირება და ეს უფრო ადრე უნდა მომხდარიყო“ - სერგეენკო ნინოწმინდის პანსიონზე

ვიცე სპიკერი დავით სერგეენკო

პარლამენტის ვიცე სპიკერი დავით სერგეენკო ამბობს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებულ საკითხზე რეაგირება დაგვიანდა და ეს გაცილებით, ადრე უნდა მომხდარიყო.

როგორც Tv პირველის ეთერში სერგეენკომ აღნიშნა, ბავშვთა უფლებების წესი ყველამ უნდა დაიცვას, იქნება ეს სასულიერო თუ საერო პირი.

„რთულია, როცა ბავშვთა უფლებებზე ვლაპარაკობთ, არ აღმოჩნდე თავის მართლების რეჟიმში. დიახ, რა თქმა უნდა თავის მართლების რეჟიმში ვართ, სხვას ვერაფერს დაარქმევთ ამას. ვერ ვიტყვი იმას, რომ „იცით რა, პარლამენტი არ არის ის ორგანიზაცია, სადაც ოპერატიულ რეაგირებებს უნდა ახდენდნენ“. აქ იწერება კანონები. ვერ ვიტყვი ამას. რა თქმა უნდა, დაგვიანდა ეს ყველაფერი და უფრო ადრე უნდა მომხდარიყო, რაც მოხდა დღეს. იმედია, მომავალში არ განმეორდება, რადგან წესი ბავშვთა უფლებების უნდა დაიცვას ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა სასულიერო პირია თუ საერო.

ვინ არის დამნაშავე? ეს უნდა გაირკვეს. ასეთი ტიპის დაწესებულებებში დრონით და კამერებით, ან პოლიციური ძალებით გამოძიების ჩატარება არ ხდება. ამისათვის სპეციალურად განათლება და გამოცდილება მიღებული ადამიანები მიდიან, ბავშვებთან გასაუბრებით, ისე რომ ისინი არ დასტრესონ, იგებენ რეალურ ვითარებას, რაც ამ პერიოდში მიმდინარეობს.

მას შემდეგ, რაც ისინი სურათს დადებენ გაირკვევა ყველაფერი. თუ გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები გამოიძიებენ, თუ არ გამოიკვეთება და გამოსწორებადია, შესაბამისი გზით წავალთ. ახლა მრისხანე კითხვაზე პასუხი არ მაქვს“, - აცხადებს დავით სერგეენკო.

ინფორმაციისთვის, სახალხო დამცველი ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა.

მეუფე სპირიდონის გადაწყვეტილებით, სახალხო დამცველსა და მისი აპარატის თანამშრომლებს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორიგის მიზნით შესვლა ეკრძალებათ.

საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონში შესაძლო დანაშაულების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის გასაჯაროებას სთხოვს.

მათ პანსიონატიდან უკვე გამოიყვანეს 6 ბავშვი და მიმდინარეობს მუშაობა კიდევ 10 ბავშვის გამოსაყვანად.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „როდესაც ბავშვებზე მშობელი ვერ ზრუნავს, სახელმწიფო ვალდებულია მშობელივით იზრუნოს მათზე“ - ბექა დავითულიანი

✔️ „პირველები ვიქნებით ჩვენ, ვინც ამოიღებს ხმას თუ ბავშვების მიმართ იქნება რაიმე დარღვევები“ - მამა ანდრია ჯაღმაიძე

✔️ „დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი“ - თალაკვაძე ნინოწმინდის პანსიონზე