მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გლდანის ციხე სააკაშვილის მისაღებად მზად არის “ - რატი ბრეგაძე

რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში შესაძლო გადაყვანის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ დაწესებულება მზად არის სააკაშვილის მისაღებად.

„კითხვას თუ სად იქნება გადაყვანილი და შეესაბამება თუ არა კონკრეტულად იმ განსაზღვრულ სტანდარტებს რაც არის დადგენილი მულტიფუნქციური კლინიკისთვის, გიპასუხებთ შემდეგს, გუშინ ჩვენ ვიმყოფებოდით პენიტენციური სამსახურის ნომერ მე-18 დაწესებულებაში და როგორც ექიმები გვეუბნებიან დაწესებულება მზად არის პაციენტის მისაღებად.

იმ შემთხვევაში თუკი გახდება საჭირო პატიმარ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია, იგი გადაყვანილი იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ნომერ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში“, - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, რატი ბრეგაძემ კონსილიუმის ბოლო რეკომენდაციაზეც ისაუბრა და განმარტება გააკეთა.

„რაც შეეხება ექიმების კონსილიუმს, რომელშიც წარმოდგენილი არიან საზოგადოებისთვის ცნობილი, ძალიან ავტორიტეტული ექიმები, ისინი შეიკრიბნენ ორჯერ და არსებობს ორი დასკვნა. რეკომენდაციები, რომლებიც მათ გასცეს პირველად და ეს ეხება გარკვეულ მედიკამენტოზურ მკურნალობას, ის არის შესრულებული და ბუნებრივია, ამ დეტალებზე არ ვიმსჯელებ.

ბოლო დასკვნა, რომელიც დადო კონსილიუმმა და ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის, ამ დასკვნაში საუბარია შემდეგზე, რომ თუ გახდება საჭირო ჰოსპიტალიზება ამ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს მულტიპროფილურ კლინიკაში, აქ საუბარი სამოქალაქო კლინიკაზე, რაშიც გვადანაშაულებენ ზოგიერთი ტელევიზიის წარმომადგენლები და მათ შორის ზოგიერთი ოპონენტი, არ ყოფილა“, - აცხადებს რატი ბრეგაძე.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ საქართველოს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, ვერ შესრულდება ექიმთა რეკომენდაციები.

ნიკოლოზ ყიფშიძემ 23 ოქტომბრის საღამოს განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა შეიძლება ნებისმიერ დროს დამძიმდეს, ამიტომ საჭიროა მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.

ყიფშიძის თქმით, ამაზე იმსჯელეს იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზეც, სადაც იკრიბება ჯგუფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას და უფლებრივ მდგომარეობას აკვირდება.

იუსტიციის მინისტრმა კი განაცხადა, რომ ნიკოლოზ ყიფშიძე იტყუება.

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არის სიცრუე! ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაზე. ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. დანარჩენზე მერე ვისაუბრებთ“, - წერს რატი ბრეგაძე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 თუ მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, ვერ შესრულდება ექიმთა რეკომენდაციები - ნინო ლომჯარია

👉 „სააკაშვილი რუსულ თამაშს ვეღარ ითამაშებს, აწი თუ ითამაშებს, მხოლოდ დომინოს“ - გოგა ხაინდრავა

👉 „ყველაზე მაღალი რისკი, რაც ახლა სააკაშვილს ემუქრება, არის გულის გაჩერების რისკი“ - სააკაშვილის ადვოკატები

👉 „ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაზე, ტყუილს მოკლე ფეხი აქვს“ - რატი ბრეგაძე