მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ზურაბ ბერიძეს მამობის უფლება უნდა ჩამოერთვას, ვიბრძოლებთ ბავშვზე მეურვეობისთვის“ - ანასტასია შატალოვას მამა

მოკლული ანასტასია შატალოვას მამა

თბილისში მოკლული ანასტასია შატალოვას მშობლები შვილიშვილზე მეურვეობის უფლების მოპოვებისთვის სამართლებრივ ბრძოლას იწყებენ.

როგორც ჟურნალისტებთან სერგეი შატალოვმა განაცხადა, მოკლულის ყოფილი მეუღლე ქალს ხშირად ემუქრებოდა და მასზე ძალადობდა, ამიტომ მას მამობის უფლება უნდა ჩამოერთვას და პასუხისგებაში მიეცეს.

„ბავშვის მეურვეობასთან დაკავშირებით ვიბრძოლებთ სამართლებრივი გზებით. ზურაბ ბერიძეს არ აქვს უფლება იყოს მამა, რადგან არსებობს ბევრი მტკიცებულება მის წინააღმდეგ. იგი ანასტასიას ემუქრებოდა და ფიზიკურად უსწორდებოდა.

თუ ზურაბი დანაშაულის დამკვეთი არ არის, ის მუქარის გამო უნდა მიეცეს პასუხისგებაში. ვფიქრობ, რომ ის არ არის ღირსი აღზარდოს ბავშვი. მას მამობა უნდა ჩამოერთვას. ჩვენ ვიბრძოლებთ ბავშვის მეურვეობისთვის, თუმცა მისი ქვეყნიდან წაყვანას არ ვაპირებთ და ზურაბ ბერიძეს მისი ნახვის საშუალება ექნება“, - აღნიშნა სერგეი შატალოვმა.

ზურაბ ბერიძის ადვოკატის ჯიმშერ არობელიძის განმარტებით, ბავშვი უკვე სამი დღეა იმყოფება მამასთან და იგი წინააღმდეგი არ არის, რომ მცირეწლოვანს ურთიერთობა ჰქონდეს ანასტასია შატალოვას მშობლებთან.

შეგახსენებთ, გვიან ღამით 18 ოქტომბერს ანასტასია შატალოვა სადარბაზოსთან მოკლეს. ქალს მკვლელმა 10-მდე ტყვია ესროლა.

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე სამი პირია დაკავებული.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ რუსეთი შატალოვას მკვლელობის საქმეზე ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს

„ ხელყუმბარა ისროლა პოლიციის მიმართულებით“ - დამატებითი დეტალები ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე

„მკვლელობა დააბრალეს, ერთად ისხდნენ ციხეში, მაგრამ არ ვიცოდი „კანონიერი ქურდი“ თუ იყო“ - შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულის დედა