მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კარგად ორგანიზებული და დაფინანსებულია, ვინ გადაიხადა ამის ფული?“ - გიორგი ვაშაძე „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე

ახალი საქართველოს ლიდერი

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, სპეცსამსახურები „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ თბილისში გამართული აქციის ფინანსური ნაწილით უნდა დაინტერესდნენ.

მისი თქმით, უნდა გაირკვეს, ვინ გადაიხადა აქციის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის საჭირო თანხები.

„ხომ ვიცით ეს რა ჯდება. ავტობუსები ვინ დაიქირავა, ვინ გადაიხადა სამარშრუტო ტაქსების ფული. ეს არის შავი ფული, რომელიც იხარჯება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მოხდეს.

ახლა სპეცსამსახურები უნდა არკვევდნენ, საიდან მოვიდა ეს ფული. ასეთი სერვისის მიმწოდებელი, რომ მიიტანოს სცენა და გახმოვანება, სულ თითზე ჩამოსათვლელი კომპანიებია. ხომ შეიძლება გავარკვიოთ, საიდან მოვიდა ეს ფული? ვინ გადაიხადა?

არ მითხრათ, რომ ამ ხალხმა თითო ლარი შეკრიბა და ისე გაკეთდა ეს ყველაფერი. ეს არის კარგად ორგანიზებული და დაფინანსებული პროცესი“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას.

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ.

ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის პერიოდით მორატორიუმი გამოცხადდა.

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „სხვადასხვა ფერის ფაშისტები და წითელ-მწვანე კომუნისტები გაერთიანდნენ“ - ზურაბ ჯაფარიძე „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ პროტესტზე

👉 „თუ ხვალ 12:00 საათამდე არ იქნება გადაწყვეტილება, მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას“ - გოლეთიანი

👉 „ყველა ადამიანს აქვს პროტესტის გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის აქციების მეშვეობით“ - პრემიერი „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე